GE

კსუ-ში პროექტ ,,ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველის“ ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა

საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის პროექტ ,,ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“-ს ფარგლებში, კსუ-ში ტრენინგი ჩატარდა.

კსუ-ის ცნობით, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ საარჩევნო სამართლის ძირითად პრინციპებს გასცნობოდნენ. (საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლება, ნების თავისუფალი გამოვლენა და კენჭისყრის ფარულობა). რა არის არჩევნები, რა განსხვავებაა რეფერენდუმსა და პლებისციტს შორის – ინტერაქტიულ რეჟიმში ლევან დოსმიშვილმა სტუდენტებს სიმულაციური თამაშები და პრაქტიკული სავარჯიშოები შესთავაზა. ტრენინგზე სტუდენტებმა და ტრენერმა თარიღებისა და მოვლენების მიხედვით საქართველოში არჩევნების ისტორიაც გაიხსენეს.

ტრენინგი 25 ნოემბერს 25-25 სტუდენტით დაკომპლექტებულ 3 ჯგუფს ჩაუტარდა. ღონისძიების ორგანიზატორი კარიერის განვითარების ცენტრია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური