GE

კსუ-ში პროექტის – „ბუნება მბრძანებელია“ რიგით მეორე ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის – „ბუნება მბრძანებელია“ – რიგით მეორე ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა.

უნივერსიტეტის ცნობით, ამჯერად ერთმანეთს დიდუბისა და ჩუღურეთის საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. ინტელექტუალურ თამაშში 155-ე საჯარო სკოლამ გაიმარჯვა.

პროექტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობარები – საქართველო“-სთან ერთად ატარებს. ძირითად მიზანს კი მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების გაცნობა წარმოადგენს.

შემდეგი თამაში 9 მაისს ძველი თბილისის, ისანისა და სამგორის საჯარო სკოლების მონაწილეობით ჩატარდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური