GE

კსუ-ში საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სემინარი ჩაატარა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარა. სემინარს ლექტორი ირაკლი იორდანიძე უძღვებოდა.

მომხსენებელმა სტუდენტებს არჩევნების ისტორია საქართველოში, საერთაშორისო სტანდარტები, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი, არჩევნების საკანონმდებლო რეგულირება, არჩევითი სახელმწიფო ორგანოები, საერთაშორისო ვალდებულებები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები გააცნო.

ლექტორმა ყურადღება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებზე, კენჭისყრის ფარულობასა და ნების თავისუფალ გამოვლენაზეც გაამახვილა.

სემინარს უნივერსიტეტის 50-მდე სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტი ესწრებოდა.
აღნიშნული პროექტი, ახალგაზრდა ამომრჩევლების ცნობიერების ამაღლების მიზნით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2013 წლიდან ტარდება და ყველა მონაწილე სტუდენტს სერტიფიკატი გადაეცემა.

სემინარი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ინიციატივითა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერის განვითარების ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური