GE

კსუ-ში სასკოლო საგანმანათლებლო პროექტი – “ბუნება მბრძანებელია” დაიწყო

26 აპრილს კსუ-ში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები-საქართველო”- ს ორგანიზებით სასკოლო საგანმანათლებლო პროექტი – “ბუნება მბრძანებელია” დაიწყო.

უნივერსიტეტის ცნობით, პროექტში თბილისის, რუსთავის, მცხეთისა და გარდაბნის საჯარო და კერძო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობენ.
პროექტის პირველ თამაშში გლდანი-ნაძალადევის მუნიციპალიტეტის თოთხმეტმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა, გამარჯვება კი 149-ე სკოლამ მოიპოვა.

ღონისძიებას ჟიურის სახით მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსი ნატო სულთანიშვილი და “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო”-ს თანათავმჯდომარეები: ნინო ჩხობაძე და რუსუდან სიმონიძე.

,,აღნიშნული პროექტის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობის გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების გაცნობა.
სასკოლო საგანმანათლებლო პროექტი ყოველ კვირას გაიმართება. გამარჯვებულები კი ერთმანეთს ფინალში 13 ივნისს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სასკოლო საგანმანათლებლო პროექტებს პერმანენტულად ახორციელებს,”- აღნიშნულია კსუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური