GE

კსუ-ში უცხოელ სტუდენტებს ინგლუსურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საშუალება ექნებათ

6 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით განათლების გაერთიანებული სერვისების წარმომადგენლები ესტუმრნენ.

კსუ-ის ცნობით, ორგანიზაცია სტუდენტებს უმაღლეს სასწავლებლებთან აკავშირებს და შუამავლის ფუნქციას ითავსებს. როგორც სტუმრებმა უნივერსიტეტის კანცლერთან შეხვედრისას აღნიშნეს, პროცენტულად აზიელი და აფრიკელი სტუდენტები ძირითადად მედიცინისა და ბიზნესის ფაკულტეტებით არიან დაინტერესებული.

მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის პირობების თანახმად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონკურსის გზით მოხვედრილ უცხოელ სტუდენტებს ინგლუსურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საშუალება ექნებათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური