GE

კსუ-ში ვახტანგ წივწივაძის საჯარო ლექცია გაიმართა

24 მაისს, 14:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა კსუ-ს კანცლერის, ბატონი ვახტანგ წივწივაძის საჯარო ლექცია, თემაზე: „ქართველები და მსოფლიო ცივილიზაცია“. შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება შესავალი სიტყვით კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ვაჟა აბაკელიამ გახსნა.

ვახტანგ წივწივაძემ საზოგადოებას ქართული ასომთავრული ანბანის ასო-ნიშანთა მნიშვნელობის ანალიზთან ერთად, სხვადასხვა მეცნიერულ წყაროზე დაყრდნობით, მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე დაგროვილი მასალა წარუდგინა.

მომხსენებელმა შუმეროლოგთა მოსაზრების _ შუმერული ენის მკვდარ ენად გამოცხადების _ საპირწონედ, ქართული ასომთავრული ასო-ნიშნებისა და მასთან შესაბამისი რიცხვების ღრმა ანალიზის შედეგად, დაამტკიცა, რომ ასომთავრული იგივე შუმერულია. საინტერესო და მრავლისმომცველი ლექციის მიმდინარეობისას ბატონმა ვახტანგმა განაცხადა, რომ მსოფლიო ცივილიზაციის პიონერად შუმერები, იგივე წინარე ქართველები გვევლინებიან.

უნივერსიტეტის ცნობით, საზოგადოება ქართული ენისა და ქართველთა გენეზისის შესახებ ვრცელი მოხსენებით აღფრთოვანებული დარჩა.

ღონისძიების მოდერატორმა, ბატონმა ვაჟა აბაკელიამ ინიციატივა გამოთქვა, რომ ბატონი ვახტანგ წივწივაძის ლექციებს პერმანენტული სახე მიეცეს, რამაც აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური