GE

კსუ TEMPUS-ის პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობას იღებდა

ბათუმის საზღვაო აკადემიაში TEMPUS -ის პროექტის CruiseT-ის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები: ელისაბედ მალანია (კოორდინატორი), თამარ ქობლიანიძე, ლია ბერიკაშვილი, მაია ვეშაგური და თამარ ჩახნაშვილი.

პროექტში მონაწილე ევროპელმა ექსპერტებმა პარტნიორი უნივერსიტეტების კოორდინატორების შემაჯამებელი მოხსენებები მოისმინეს. კსუ-ს წარმომადგენლებმა დეტალური ანგარიში წარადგინეს CruiseT-ის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შესახებ და განხორციელებულ ტრენინგებზე და ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრეს.

8 სექტემბერს გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „საზღვაო ინდუსტრიის ინოვაციური გამოწვევები: საზღვაო ტრანსპორტი, საინჟინრო ტექნოლოგიები, ლოჯისტიკა, ტურიზმი“. კონფერენციაში მონაწილეობა როგორც კსუ-ს პროფესორებმა, ასევე საქართველოს და უცხო ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს.

TEMPUS-ის პროექტის CruiseT -ის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში კი კსუ-ს სტუდენტები მონაწილეობდნენ: სალომე სურამელი, მერი კახელიშვილი, მარგო კიკალიშვილი, მარიამ ოლქიშვილი, ქრისტინა ჯაგიევი.

აღსანიშნავია, რომ ევროპელმა ექსპერტებმა მოიწონეს და მაღალი შეფასება მისცეს კსუ-ს სტუდენტების მიერ მომზადებულ პრეზენტაციას კვლევითი პროექტების შესახებ:

  • Hotels activities in social media;
  • Motivation study;
  • Quality Study, Georgian Wine.

პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს კვლევის შედეგებს ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის საქართველოში.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები ხერსონის უნივერსიტეტიდან, ოდესის საზღვაო აკადემიიდან, ქუთაისის უნივერსიტეტიდან, ბათუმის საზღვაო აკადემიიდან და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური