GE

მაგისტრობის მსურველთა შედეგები ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით მიუწვდომელია

2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების სრული მონაცემები, ანუ სამი ნაწილი, რომელიც დღეს 12:00 საათზე გამოქვეყნდა, აპლიკანტებისთვის მიუწვდომელია.

samagistro

თავდაპირველად მონაცემები აპლიკანტების პირადი გვერდიდან საერთოდ გაქრა, ნაწილობრივი აღდგენის შემდეგ კი ჩამონათვალში წაკითხულის გააზრების შედეგი გამორჩენილია და მხოლოდ 2 მონაცემია ხელმისაწვდომი.

1

აღნიშნულმა მაგისტრობის მსურველებში გაურკვევლობა გამოიწვია. EDU.ARIS.GE-საკითხის გასარკვევად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, როგორც ცენტრში განგვიმარტეს, “მცირე ტექნიკური ხარვეზია და უახლოეს მომავალში ყველაფერი გამოსწორდება.”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური