GE

მანდატურებმა და მოსწავლეებმა “ნატახტარის” ქარხანა დაათვალიერეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა და №151, №43, №2, №157 და № 22 საჯარო სკოლის მოსწავლეები “ნატახტარის” ქარხანას ესტუმრნენ. მანდატურები და მოსწავლეები ერთად გაეცნენ ლიმონათის წარმოების, ჩამოსხმისა და შეფუთვის სპეციფიკას, დაათვალიერეს ლუდსახაში ქარხანა, გაეცნენ წარმოების ტექნოლოგიას და ხარისხის კონტროლის ლაბორატორიას.

აქციის ფარგლებში მოსწავლეებს კომპანია „ნატახტარისგან“ საჩუქრად ლიმონათის ბოთლები და სერთიფიკატები გადაეცათ.

მანდატურის სამსახური მსგავს აქციებს მომავალშიც გეგმავს. მათი სურვილია თავადაც შეიტანონ გარკვეული წვლილი ბავშვების სწორად აღზრდაში. ისინი ზრუნავენ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხოებაზე.

სკოლის მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილება მიიღონ სასარგებლო აქციებში და საზოგადოების სხვადასხვა ფენას თავად განუმარტონ მანდატურის სამსახურის არსი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური