GE

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში „მასწავლებლის წიგნის“ პრეზენტაცია გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ჟურნალ „მასწავლებლის“ დაარსებიდან 7 წლის აღსანიშნავი ღონისძიება და ჟურნალის ფარგლებში გამოცემული „მასწავლებლის წიგნის“ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც მასწავლებლის სახლის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, მასწავლებლის წიგნი “საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლებისთვის”, ჟურნალ „მასწავლებელისა“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს ფარგლებში გამოცემული მეოთხე წიგნია. 2014 წელს ამ სერიით სამი წიგნი გამოიცა: “მასწავლებლის წიგნი პროფესიული უნარების განვითარებისთვის”, “დაწყებითი სწავლების მასწავლებლებისთვის” და თომას გორდონის “როგორ გავხდე კარგი მშობელი.”

წიგნის წარდგინებას საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებთან ერთად 13 ივნისის სტიქიისას დაზარალებული პედაგოგებიც დაესწრნენ, რომლებსაც ცენტრისა და ჟურნალ „მასწავლებლის“ ავტორების სახელით საჩუქრები და ფულადი დახმარება გადაეცათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური