GE

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ცენტრის წარმომადგენლები და სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განსახორციელებელ აქტივობებზე, როგორიცაა სქემით გათვალისწინებული აქტივობების შესაბამისი შეფასების რუბრიკები, გარე საგაკვეთილო დაკვირვების წესი და სავალდებულო და დამატებითი აქტივობების შეფასების ინსტრუმენტები.

ასევე, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მანანა რატიანმა ცენტრის მიზნობრივი პროგრამების 2016 წლის ანგარიში წარუდგინა და მიმდინარე სიახლეებიც გააცნო.

განახლებული სქემის დოკუმენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური