GE

,,მასწავლებლების საბაზო ხელფასი 405 ლარი იქნება” – ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა პედაგოგებისათვის ხელფასების ზრდის თაობაზე გააკეთა კომენტარი. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მასწავლებლებისთვის საბაზო ხელფასი 405 ლარი იქნება.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2016 წლის ბიუჯეტში, ჯანდაცვის შემდეგ, ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი სწორედ განათლებაზე იქნება მობილიზებული.

პრემიერის თქმით, 2015 წლის 1 აპრილიდან პედაგოგების ხელფასების ზრდის მეორე ეტაპი დაიწყო და 405 ლარი გახდა, ეს გაგრძელდება გაისადაც.

“2015 წლის 1 აპრილიდან დაიწყო პედაგოგების ხელფასების ზრდის მეორე ეტაპი და მასწავლებელთა საბაზო ხელფასი გახდება 405 ლარი, პრინციპში უკვე გახდა,“ – განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ეს პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება.

განათლების და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კი აღნიშნა, რომ 2012 წელთან შედარებით 60%-იანი ზრდა არის საბაზო ხელფასის. მისივე განმარტებით, პედაგოგის საშუალო ხელფასი 2016 წლის აპრილიდან საშუალოდ 600-700 ლარი იქნება.

“მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ საბაზო ხელფასის ზრდა უფრო მეტად ზრდის კიდევ საშუალო ხელფასს. მასწავლებლის საშუალო ხელფასი უკვე 2016 წლის აპრილში გვექნება 600-700 ლარი”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები დადგინდა

გამარტივებული პორტფოლიო და გაზრდილი ხელფასი – სიახლეები პედაგოგებისთვის

“2016-2017 წლებში, დაგეგმილი გვაქვს მასწავლებელთა საბაზო ხელფასის 70%-ით ეტაპობრივად ზრდა”

წყარო: რუსთავი 2

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური