GE

მასწავლებლებს 7000 ლარამდე გრანტის მოპოვების შესაძლებლობა მიეცათ – პროცედურები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა საგნობრივი გაერთიანებებისთვის/ასოციაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია პროფესიული განვითარების სფეროში მასწავლებელთა საგნობრივი ასოციაციების/გაერთიანებების ჩართვა და ამ პროცესში მათი აქტივობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს გარე აქტორების გაძლიერებას და შექმნის პირობებს ცენტრის სერვისების ეტაპობრივი დეცენტრალიზაციისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საგნის ან საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთა გაერთიანებებს, რომლებსაც აქვთ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი.

კონკურსის მიზნიდან გამომდინარე, გრანტის მიღების შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა გადაჭრას შემდეგი ამოცანები:

  • დაგეგმოს და ჩაატაროს შესაბამისი საგნის, ან საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებთან სტანდარტების საჯარო განხილვები, ფოკუს-ჯგუფები და მოამზადოს შესაბამისი ანგარიში;
  • განახორციელოს სამაგიდო კვლევა, რომელიც მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი საგნობრივი სტანდარტისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის შედარებით ანალიზს;
  • საბოლოო ანგარიშში ასახოს კვლევის მეთოდოლოგია, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საგნობრივმა ასოციაციამ/გაერთიანებამ შევსებული საპროექტო განაცხადი უნდა წარმოადგინოს 5 დეკემბრის ჩათვლით, ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ელექტრონული განაცხადის შევსებული ფორმის სახით ელექტრონულ ფოსტაზე info@tpdc.ge.

პროექტისათვის ცენტრიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 7000 ლარს.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი და ელექტრონული განაცხადის ფორმა.

საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო ხელფასების მატება 2017 წელს არ იგეგმება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური