GE

მასწავლებლის ინსტიტუტი საქართველოში ნდობის კუთხით პირველ ადგილზეა

მნიშვნელოვანი ინსტიტუტებისადმი ნდობის კუთხით მასწავლებლის ინსტიტუტი საქართველოში პირველ ადგილზეა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით 2016 წლის 15-28 მარტს „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 2032 ადამიანმა მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად კითხვები შეეხებოდა ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო საერო ინსტიტუტის მიმართ მოსახლეობის ნდობას.

წინა წლების მსგავსად, 2016 წელს მოსახლეობის1 ყველაზე დიდი რაოდენობა ყველაზე მეტად ენდობა მასწავლებლებს. შემდეგ მოდიან ექიმები, პრეზიდენტი, პოლიცია და პრემიერმინისტრი. 2015 წლის გამოკითხვასთან შედარებით, 12 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული პრემიერმინისტრის ნდობის მაჩვენებელი (რესპონდენტები, რომლებიც სრულად ენდობიან, ან უფრო ენდობიან, ვიდრე არა).

123123

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური