GE

მასწავლებლის საქმიანობის შესახებ მოთხრობების კონკურსი გამოცხადდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მასწავლებლის საქმიანობისა და სკოლის ცხოვრების შესახებ ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს. კონკურსის ,,საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე” ფარგლებში სამი საუკეთესო მოთხრობა გამოვლინდება.

კონკურსის ფარგლებში განიხილება მხოლოდ ის მოთხრობა, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება. კონკურსის მიზანია, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.

კონკურსის სამ გამარჯვებულს (I,II,III ადგილი) გამოავლენს ჟიური. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ პერსონალური პორტატული კომპიუტერები, ასევე ფულადი პრიზი:

  • I ადგილი – 1000 ლარი;
  • II ადგილი – 700 ლარი;
  • III ადგილი – 500 ლარი.

გარდა ამისა, საუკეთესო მოთხრობების ათეული გამოქვეყნდება ჟურნალში „მასწავლებელი“.

ლიტერატურული ნაწარმოებები მიიღება 2016 წლის 20 სექტემბრამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: tpdc.georgia@gmail.com გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

კონკურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალი “მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, ფარმაცეტული კომპანია „PSP“ მხარდაჭერით ხორციელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური