GE

„მასწავლებლის უფლებები უნდა დავიცვათ, მაგრამ მოსწავლესაც აქვს უფლება ხარისხიანი განათლება მიიღოს“

უკიდურესად შემაშფოთებელი – ასე აფასებს ფილოლოგიის დოქტორი, განათლების სფეროს სპეციალისტი  გია მურღულია მსწავლებელთა ტესტირების შედეგებს და აცხადებს, რომ  ამაში მხოლოდ სახელმწიფოს დადანაშაულება არასწორია.

მოგეხსენებათ, იანვარში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდაზე ზღვარი მხოლოდ 17%–მა გადალახა. edu.aris.ge-სთან  საუბარში მიზეზების ძიებისას მურღულია სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო დაფინანსებისა თუ არასწორად გადადგმული ნაბიჯების გარდა,   თავად პედაგოგთა მხრიდან ძალისხმევის ნაკლებობასაც ასახელებს და ამბობს, რომ ადამიანის პროფესიული წინსვლა, პირველ რიგში, თავად მის მონდომებაზეა დამოკიდებული.

გია მურღულია: შედეგები უკიდურესად შემაფოთებელია. ამას სხვაგვარი შეფასება ვერ ექნება. მართალია, ეს ყველა მასწავლებელს არ ეხება და ერთი მეათედის მაგალითზე ვმსჯელობთ, მაგრამ ტენდენცია უკვე შესამჩნევია, რადგან მასწავლებლები, რომლებიც გამოცდაზე გამოვიდნენ, სავარაუდოდ ყყველაზე მომზადებულები და მოტირებულები იყვნენ. ასე რომ, შედეგებმა ძალიან შემაფოთებელი ტენდენცია გამოამჟღავნა.

თუ ჩვენ ვაღიარებთ იმას, რასაც მთელი მსოფლიო აღიარებს – რომ განათების ხალისხის უზრუნველყოფის პირველი გარანტი კვალიფიციური მასწავლებელია, გამოდის, საქმე ძალიან სავალალოდ გვქონია. კაცმა რომ თქვას, ეს ვინმესთვის ახალი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ეს პრობლემა 1-2 წლის არაა. შესაძლოა იგი ათწლეულების პრობლემაა. ჩვენმა საზოგადოებამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს.

ანუ, მართალია, შედეგები მასწავლებელთა არა საერთო რაოდენობის, არამედ გარკვეული ნაწილისაა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ დანარჩენების შემთხვევაშიც იგივე სურათი გვექნება უარესი თუ არა, ვინაიდან უკეთესი შედეგის იმედი რომ ჰქონოდათ გამოცდაზე სხვებიც გამოვიდოდნენ?

–გ.მ: ძნელია ამ მსჯელობას შეეწინააღმდეგო.

განათლების მინისტრმა შედეგები შეაფასა როგორც მოსალოდნელი. თქვენც ელოდით ასეთ სურათს?

–გ.მ: ძალიან სამწუხაროა, როცა განათლების მინისტრი ამას ამბობს. ბუნებრივია, რომ ეს წლების პრობლემაა, მაგრამ მაინც სამწუხაროა, როცა სფეროს პირველი პირს ამ პრობლემის სიმწვავის აღიარება უწევს. თუმცა, სამწუხარო იმ თვალსაზრისით არაა რომ აღიარებს,  პირიქით, ეს სწორია, საზოგადოებას ასეთი ამბავი არ უნდა დაუმალონ.

ახლა, მთავარია, ამ ყველაფრის მიზეზი ვეძიოთ და განვსაზღვროთ რა არის გასაკეთებელი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სწრაფი გაუმჯობესების იმედი არც უნდა გვქონდეს. ეს პრობლემა ერთ წელიწადში ვერანაირად ვერ მოგვარდება.

სად უნდა ვეძიოთ პრობლემის წარმოშობის სათავე?

–გ.მ: ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ თემის მიმართ. ადამიანი ან საერთოდ არ აკეთებს ან ცუდად აკეთებს იმ საქმეს, რომელშიც სიამოვნებას  და თვითრეალიზებას ვერ ხედავს. ამ შემთხვევაში მატერიალური სტიმული მცირეა და ბევრისთვის ეს მომხიბვლელი სრულებითაც არაა. მოტივაციის ნაკლებობა პროფესიისადმი ამგვარი დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზია.

მეორე მიზეზი კი ისაა, რომ მატერიალური სტიმულის გარდა სოციალური სტიმულიც აუცილებელია. პროფესია პრესტიჟული უნდა იყოს და მასწავლებელს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ სახელმწიფო და საზოგადოება ხედავს მის მიერ გაკეთებულ მნიშვნელოვან საქმეს. მას მისი ღვაწლის, გარჯისა და დამსახურების აღიარება სჭირდება. ჩვენთან კი ასე არაა. ვერც ერთი ჟუნალისტი ვერ დამისახელებს ისეთი მასწავლებლის სახელსა და გვარს, რომელიც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.

გარდა ამისა, დაფინანსება აბსოლუტურად სხვაგვარი უნდა იყოს, ვიდრე ახლაა. ჩვენ  განათლების სფეროზე დახარჯული ფულის შესაბამისი შედეგი მივიღეთ. დამოუკიდებლობს მიღების შემდეგ ოთხი ხელისუფლება გამოვიცვალეთ და მათგან ხშირად მომისმენია, რომ ეს სფერო პრიორიტეტულია, მაგრამ საქმე სიტყვების იქით არ მიდიოდა. რეალურად კი,  დაფინანსების მიხედვით ვხედავდით, რომ ამ სფეროს პრიორიტეტულობა აბსოლუტურად არ იკვეთებოდა. ახლაც ასეა.

თუმცა, ძალიან შევცდებით თუკი მთელ პასუხისმგებლობას სახელმწოფოს დავაკისრებთ. ადამიანის პროფესიული განითარება პირველ რიგში მის ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. კი ბატონო, სახელმწიფომ მეტი დაფინანსება უნდა გამოყოს, უმაღლესმა სასწავლებლებმა მასწვლებელთა მომზადების პრაქტიკა უნდა გააუმჯობესონ, პედაგოგთა პროფესიულიგანვითარების სისტემა უკეთესი უნდა იყოს – ეს ყველაფერი სახელმწიფოს მოვალეობაა, მაგრამ არანაკლები მოვალეობა აკისრია თავად მასწავლებელს.

ყოველთვის ვამბობთ, რომ მასწავლებლის უფლებები დაცული უნდა იყოს და რა თქმა უნდა, ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ არც ბავშვის, მოსწავლის უფლება უნდა დავივიწყოთ – მას უფლება აქვს კვალიფიციური მასწავლებელი ჰყავდეს და ხარისხიანი განათლება მიიღოს. ბუნებრივია, ეს ბალანსი უნდა დავიცვათ.

პედაგოგების მიმართ ზედმეტად ლოიალური და მგრძობიარე დამოკიდებულება არ მგონია სწორი იყოს. მომთხოვნელობა ყველა იმ სპეციალისტის მიმრთ გვმართებს, ვინც სახელმწიფოს ემსახურება. მათ შორის, მასწავლებლების მიმართაც. საზოგადოებამაც და სახემწიფომაც ყველაფერი უნდა გაკეთოს იმისთვის, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს, მაგრამ სახელმწიფოსაც და საზოგადებასაც უფლება აქვს მასწავლებელს მოსთხოვოს, რომ იგი, როგორც პროფესიონალი, მუდმივად ვითარდებოდეს.

არასახარბიელო შედეგების მიზეზად არაერთი პედაგოგი ტესტების არაადეკვატურობას ასახელებს. თქვენ თუ გაცნობიხართ ტესტების შინაარსს და რამდენად შესაბამისია იგი მასწავლბელთათვის საჭირო ცოდნის დონესთან?

გ.მ: ამ ტესტების სირთულეს, რაზეც ხშირად აპელირებენ, საერთოდ ვერ ვხედავ.მასწავლებელი, რომელიც ამბობს, რომ მან არ უნდა იცოდეს, ან ერთულება იმის ცოდნა, რაც ბავშვს უნდა ასწავლოს, უნდა ხვდებოდს, რომ ეს უხერხული განცხადებაა.

გარდა ამისა,გამოცდებისა და  შეფასების ეროვნულ ცენტრს მოვუწოდებდი გაასაჯაროოს პროცენტული მაჩვენებელი შედარებით მარტივ კითხვებზე სწორად გაცემული პასუხებისა. სიმართლე გიხრათ, მე ამის გასაჯარობის შემრცხვებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს აუცილებელია, რათა სპეკულაციებს ბოლო მოეღოს. მასწავლებელმა ის საგანიც უნდა იცოდეს, რასაც ასწავლის და  პედაგოგიური ანბანიც.

იანვარში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდის მძიმე შედეგები – ზღვარი მხოლოდ 17%–მა გადალახა

ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდები წარმატებით მხოლოდ 18%-მა ჩააბარა

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური