GE

მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის საიდუმლოება

ხშირად მშობლებს მიაჩნიათ, რომ ბავში ძალიან ჭკვიანი და პერსპექტიულია, მაგრამ მასწავლებლებს საპირისპირო აზრი აქვთ.  რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? მშობლების არაკომპეტენტური აზრი, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი  შვილი თუ მასწავლებლის უნდობლობა?

თუ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის არ არის ურთიერთგაგება, ეს სასწავლო პროცესში პრობლემებს ქმნის და ამას არაფერი კარგი არ მოჰყვება. ასეთ შემთხვევაში, დამნაშავედ ვერ მოვიაზრებთ ვერც მოსწავლეს და ვერც მასწავლებელს, უბრალოდ ორივე მხარე უნდა ეცადოს მათ შორის ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას.

მასწავლებელი აგვარებს მოსწავლეებთან ურთიერთობას:

მასწავლებელ-მოსწავლეს შორის სასურველი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის, პირველ რიგში მასწავლებელმა უნდა მოაგვაროს მოსწავლეებთან ურთიერთობა. მოსწავლეებს მასწავლებლებზე აზრი უყალიბდებათ გაცნობიდან 5 წუთში. აქედან გამომდინარე, მასწავლებელი მომზადებული უნდა იყოს და დაიცვას შემდეგი წესები:

მასწავლებელი სრულყოფილად უნდა გამოიყურებდეს, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებელად ძვირადღირებული ტანსაცმელი ეცვას, ის უნდა გამოიყურებუდეს საქმიანად და მოწესრიგებულად, უნდა ჰქონდეს კლასიკური თმის ვარცხნილობა. უნდა საუბრობდეს დამაჯერებლად, მშვიდად და ზომიერად. ეს მოსწავლეებს შთააგონებს მასწავლებლის მიმართ ნდობასა და პატივისცემას. მასწავლებელი უნდა იყოს მეგობრულ-კეთილგანწყობილი დამოკიდებულების. ეს აყალიბებს მასწავლებლის იმიჯს. მას უნდა ახსოვდეს, რომ მოსწავლებლებთან ურთიერთობაზე თავად არის პასუხისმგებელი.

მასწავლებელმა უნდა დაიცვას შემდეგ პრინციპები:

მოსწავლეები უნდა მიიღოს და შეეგუოს ისეთებს, როგორებიც არიან. მას არ აქვს უფლება არ უყვარდეს ყველა, თუნდაც ყველაზე ჩამორჩენილი ან ცელქი. ის უნდა ხვდებოდეს, რომ ესენი არიან ბავშვები, რომლებიც ცხოვრების ადაპტაციას გადიან, ზოგჯერ სულელური და მიუღებული ექსპერიმენტებით. მასწავლებელი ვალდებულია, ყველას მიმართ იყოს ყურადღებიანი, მით უმეტეს ვისაც ეს განსაკუთრებით ესაჭიროება.

ასევე, მასწავლებელმა უნდა აღიაროს მოსწავლეების წარმატება, ეს იქნება კარგად შესრულებული საშინაო დავალება თუ სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვება. მთავარია, რომ ყველა მოსწავლეში იპოვოს ის დადებითი, რისი შექების ღირსიც იქნება.

მოსწავლე მასწავლებელთან აგვარებს  ურთიერთობას:

მასწავლებელს არ შეუძლია ყველა მოსწავლე გაცნობისთანავე შეაფასოს, მით უმეტეს როდესაც ისინი ბევრნი არიან. არ არის აუცილებელი მოსწავლე ჩაცმულობით ძალიან გამოირჩეოდეს, უკეთესია ემხრობოდეს კლასიკურ სტილს.  სწავლების პირველ დღეებში გაკვეთილები განსაკუთრებულად უნდა მომზადდეს, რადგან მასწავლებელი პირველად შეაფასებს დაფასთან. ხშირად ამბობენ: „თავიდან თქვენ მუშაობთ ხუთიანებზე, შემდეგ ხუთიანები მუშაობენ თქვენზე – ეს კი ჭეშმარიტებაა“.

თუ რომელიმე მასწავლებელთან ვერ დამყარდა კონტაქტი, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

ყოველთვის იყავით კორექტული, მაშინაც კი თუ თვლით, რომ მასწავლებელს თქვენი არ ესმის.

იცოდეთ, ყვირილით და ნერვიულობით ვერაფერს მიაღწევთ.

თქვენი პოზიცია მშვილად დაასაბუთეთ. არგუმენტირებულ საუბარში შესაძლოა არასწორი თქვენ თვითონ აღმოჩნდეთ, მაგრამ ხდება ისეც, რომ მასწავლებელი იზიარებს თქვენს თვალსაზრისს.

სკოლაში იმოქმედეთ შიდა განაწესის შესაბამისად. დროულად და სრულიად მოამზადეთ საშინაო დავალება. გაკვეთილებზე მოიქეცით მშვიდად. თუ სკოლის რეჟიმი თქვენთვის მისაღები არ არის, მოძებნეთ სხვა სკოლა, თქვენთვის მისაღები რეჟიმით!

ros-obrazovanie.ru

მ.მ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური