GE

მასწავლებლობა მოთხოვნად პროფესიად დასახელდა

“ვიდრე პროფესიას აირჩევდეთ, აუცილებლად გადახედეთ კვლევებს, გაეცანით შრომის ბაზრის მოთხოვნებს, რათა დასაქმების მეტი შანსი გქონდეთ”, –  შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია EDU.ARIS.GE ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ესაუბრა. ჩამონათვალში მასწავლებლის პროფესიაც მოხვდა.

ჩატარებულმა კვლევამ ქვეყნის მასშტაბით არსებული 6 000-ზე მეტი ვაკანსია გამოავლინა. რეგიონების მიხედვით სურათი ასე გამოიყურება.

თბილისში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორის დასახელდა მიმტანი, მღებავი და მონათესავე პროფესიები, მაღაზიის გაყიდვების ასისტენტი, მებაღეობის დამწყები კვალიფიკაციის მუშა, აუდიოლოგები და მეტყველების სპეციალისტები სილამაზის სალონისა და მასთან დაკავშირებული მუშაკები.

აჭარაში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებია: მაღაზიის გაყიდვების ასისტენტები, უცხო ენის მასწავლებლები, საშუალო განათლების სფეროს მასწავლებლები, კურიერები და პორტიეები, მცხობელები, კონდიტერები და ტკბილეულის დამამზადებლები.

გურიაში მოთხოვნადი პროფესიებია: შემდუღებლები და აირით მჭრელები, სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ფერმების დამწყები კვალიფიკაციის მუშები. მუსიკისა დ აუცხო ენების მასწავლებლები.

იმერეთში მოთხოვნადი პროფესიებია:  ხელოსნები, შენობის მეთვალყურეები, სახელოვნებო და და კულტურული სფეროსთან ასოცირებული პროფესიონალები, ინტერიერის დიზაინერები და დეკორატორები.

კახეთის რეგიონში მოთხოვნადი პროფესიებია: მაღაზიის გაყიდვების ასისტენტები, მედიცინის სპეციალისტ-პრაქტიკოსების, ავტომობილების მექანიკოსები და შემკეთებლები, ბუღალტრები, დამწყები კვალიფიკაციის მქონე მუშაკები.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოთხოვნადი პროფესიებია: მეეზოვეები და მსგავსი პროფილის მუშახელი, სამოქალაქო ინჟინრები, ინჟინერიის სფეროს პროფესიონალები, მსუბუქი ავტომობილების, ტაქსისა და ფურგონების მძღოლების და მცხობელები, კონდიტერები.

ქვემო ქართლში მოთხოვნადი პროფესიებია: ფარმაცევტები, ხელოსნები და მონათესავე პროფესიის მუშაკები, რესტორნის მენეჯერები, მიმტანები, მმართველი დირექტორები და აღმასრულებელი პირები.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მოთხოვნადი პროფესიებია: მეეზოვეები და მსგავსი პროფილის მუშახელი, შენობის მეთვალყურეები, გაყიდვების სფეროს მუშაკები, საშუალო განათლების სფეროს მასწავლებლები, მედიცინის პრაქტიკოსები.

სამცხე-ჯავახეთში მოთხოვნადი პროფესიებია მმართველი დირექტორი, საინფორმაციო სფეროს სპეციალისტი, ბიბლიოთეკარი, დარაჯები, მშენებლები, ნარჩენების შემგროვებლები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განსაკუთრებით მოთხოვნადია საშუალო განათლების მასწავლებლები, ბუღალტრები, შენობის ჩარჩოს მშენებლები და მონათესავე პროფესიის მუშაკები, უცხო ენის მასწავლებლები, მეეზოვეები და მსგავსი პროფილის მუშახელი.

შიდა ქართლში მოთხოვნადია შემდეგი პოზიციების მუშაკები: ელექტრო-საინჟინრო ტექნიკოსები, კურიერები და პორტიეები, დამწყები კვალიფიკაციის მქონე მუშაკები და მიმტანები.

„ზოგჯერ ხდება, რომ ადამიანს უნდა შეისწავლოს პროფესია, მაგრამ მისი შესაძლებლობები არ პასუხობს ამ პროფესიის მახასიათებლებს. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სოც. მომსახურების სააგენტოს რეგიონულ ფილიალებს, სადაც კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები პროფესიულ არჩევანშიც დაგეხმარებიან და შრომის ბაზრის მოთხოვნებსაც გაგაცნობენ”, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ.

განათლების სფერო საქართველოში ყველაზე დაბალშემოსავლიანია

მასწავლებლის ხელფასი სერტიფიცირებაზე იყოს დამოკიდებული და არა დატვირთვაზე – ოპოზიციის მოთხოვნა მინისტრს

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური