GE

ყველაზე საინტერესო და სახალისო მათემატიკურ ოლიმპიადაზე „ევერესტი“ რეგისტრაცია დაიწყო (R)

ბავშვებისათვის ყველაზე საინტერესო და სახალისო  მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“  მე-13 სეზონში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. პროცესი 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებს. გამარჯვებულები კი გამოვლინდებიან დეკემბრის ბოლოს, რომლებსაც ტრადიციულად გადაეცემათ დიპლომები, სხვადასხვა საჩუქრები და ახლა უკვე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები.

საქართველოში ყველაზე მაშტაბური ოლიმპიადა „ევერესტი“  6 წელია ტარდება და მასში მონაწილეობას მთელი საქართველოს მოსწავლეები იღებენ, მათ შორის არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე,  გალის რაიონში მცხოვრები ბავშვები.

unnamedოლიმპიადის წარმომადგენელთა განცხადებით, „ევერესტი“ 2009 წელს, მოზარდებში მოტივაციის გაზრდისა და განათლების ამაღლების მიზნით დაარსდა.  იგი  საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში ტარდება და ახლა უკვე ყველაზე მაშტაბური ოლიმპიადის ტიტულის მატარებელია.  2014 წლიდან  „ევერესტი“ საშუალებას აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბავშვებს გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები, _ კონკურსში მონაწილეობას იღებს გალის რაიონში მცხოვრები 100-ზე მეტი მოსწავლე. მათთვის, ისევე როგორც სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის, ოლიმპიადაში  მონაწილეობის მიღება უფასოა.

2009 წელს,  ლამარა მარგველაშვილის სახელობის, „სკოლა XXI საუკუნის“  მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელის, დაჩი ნანობაშვილისა და ამავე სკოლის უფროსკლასელების მიერ დაარსებული ოლიმპიადა „ევერესტის“ პირველ სეზონში,  მონაწილეობა  650-მა მოსწავლემ მიიღო, ამჟამად კი მონაწილეთა რაოდენობა ათობით ათასია. ამ ხნის მანძილზე დაჯილდოვდა და ფასიანი პრიზები გადაეცა 2000-ზე მეტ მოსწავლეს და 300-მდე პედაგოგს. საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული მოსწავლეების გარდა, სწავლის მოტივაციის გაზრდის მიზნით, თითოეულ რეგიონში, ყველა კლასში სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით ჯილდოვდება ათი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე.

unnamed (1)„ოლიმპიადაში მონაწილეობა ბავშვებისათვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს. ისინი სწავლობენ საკონკურსო გარემოში მუშაობას, ამოწმებენ თავის ცოდნას, აღწევენ წარმატებებს და ეძლევათ განსაკუთრებული სტიმული მომავალში უფრო მეტად განვითარებისა და ცოდნის ამაღლებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ  ჩვენ უყურადღებოდ არ ვტოვებთ და ვაჯილდოვებთ იმ მასწავლებლებსაც, რომლის ყველაზე მეტი მოსწავლე აჩვენებს ოლიმპიადაში კარგ შედეგს და ამ გზით ვცდილობთ წავახალისოთ მათი მუშაობაც“, – აღნიშნავს „ევერესტის“ დამაარსებელი დაჩი ნანობაშვილი.

ოლიმპიადის მესვეურთა თქმით, „ევერესტის“ წარმატება არაერთი სხვა ოლიმპიადის ჩამოყალიბებას დაედო საფუძვლად, რომელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ოლიმპიადა „ევერესტს“ სხვა ოლიმპიადისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი გამოარჩევს:

  • „ევერესტი“ გამოირჩევა ყველაზე მეტი საპრიზო ადგილით (თითოეულ საკლასო კატეგორიაში ჯილდოვდება 15 გამარჯვებული);
  • ოლიმპიადაზე არ ინიშნება დამატებითი ტურები, ჯილდოვდება ყველა გამარჯვებული;
  • ტარდება მასწავლებელთა კონკურსი სახელწოდებით „წარმატებული მოსწავლეების მასწავლებელი“;
  • გამარჯვებულები ჯილდოვდებიან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით;
  • დაბეჭდილია ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი, ამოცანათა კრებულები, რომლებსაც მოსწავლეების გარდა არაერთი პედაგოგი იყენებს დამატებით სახელმძღვანელოდ.
  • თითოეულ რეგიონში ხდბა საუკეთესო შედეგის მქონე ათობით მოსწავლის წახალისება.

unnamedგანსაკუთრებით აღსანიშნავია სპეციალურად ოლიმპიადისათვის შედგენილი მათემატიკური ამოცანები, რომლებსაც მრავალი პედაგოგი და მშობელი აღიარებს საუკეთესოდ. ამოცანებს ოლიმპიადის დამფუძნებელი დაჩი ნანობაშვილი ადგენს, რომელსაც დაწყებით კლასებთან მუშაობის ჩვიდმეტწლიანი გამოცდილება აქვს. იგი ასევე მუშაობდა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში გარე ექსპერტად და 1-6 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების ექსპერტად.  შედგენილ ამოცანებს ამუშავებს „ევერესტის“ მათემატიკოსთა გუნდი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორის მიხეილ თუთბერიძის ხელმძღვანელობით. თითოეული ამოცანა მორგებულია განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ მათემატიკის ყველა სახელმძღვანელოს.

გარდა ზემოაღნიშნული პრიზებისა, „ევერესტის“ ოლიმპიადის მე-13 სეზონის საუკეთესო მოსწავლეებს ოლიმპიადის მეგობარი კომპანიები დაასაჩუქრებენ: გენერალური სპონსორი VTB ბანკი, ტურისტული კომპანია „ჯორჯიან თრეველი“, გასართობი ცენტრი „ლოსთი“ და სხვ.

გისურვებთ წარმატებას!

გაიგეთ უფრო მეტი „ევერესტის“ შესახებ:

ვებგვერდი: www.everest.ge

ელფოსტა: infoeveresti@gmail.com

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური