GE

მათემატიკური კონკურსისთვის “იმედი ხვალის-2016” მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო

მათემატიკურ კონკურსში “იმედი ხვალის-2016” იწყებს მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციას.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

მისი მიზანია განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენა ადრეულ ასაკში. კონკურსის ორგანიზატორები არიან:

  • საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე

ვის შეუძლია მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეები. მონაწილეები იყოფა ორ ასაკობრივ ჯგუფად:

  • უფროსი ასაკი – V და VI კლასები
  • უმცროსი ასაკი – III და IV კლასები

ეტაპები
კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. ორივე ტურში მონაწილეებს მიეცემათ 5 ამოცანა და დრო 2 საათი. მეორე ტურში მონაწილეობენ პირველ ტურში გამარჯვებულები. კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით, პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.

თარიღი და ადგილმდებარეობა
პირველი ტური ჩატარდება 5ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში (მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32). პირველი ტურის დაწყების ზუსტ დროს შეიტყობთ რეგისტრაციისას. მეორე ტურისა და დაჯილდოების ცერემონიის თარიღებს გაცნობებთ პირველი ტურის დასრულების შემდეგ.

საკონტაქტო ინფორმაცია რეგისტრაციისათავის
მისამართი: თბილისი, თამარ მეფის გამზირი 14. მე-3 სართული
ტელეფონი: 295-45-75, 291-03-17, 229-48-61, 599-50-93-56
ელფოსტა: info@mziuri.ge
ვებგვერდი: www.mziuri.ge

დამატებითი ინფორმაცია
ამოცანებისა და მათი ამოხსნის ტიპებისა და შეფასების სისტემის ნიმუშების გასაცნობად ეწვიეთ „მზიურის“ მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრისა და კონკურსის – ”იმედი ხვალის” – ვებგვერდებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური