GE

მათემატიკური მაგალითი, რომლის ამოხსნაში დახმარებაც მოსწავლემ პოლიციელს თხოვა

პოლიციის ოფიცრები მიჩვეულნი არიან ქუჩებში პატრულირებას, კრიმინალების დევნასა და დანაშაულთან ბრძოლას. აი, მე-5 კლასის მათემატიკის ამოცანების ამოხსნის კი, რა მოგახსენოთ.

ოჰაიოს შტატის ქალაქ მარიონის პოლიციის ოფიცერი გასცდა მისი ძირითადი საქმიანობის ფარგლებს მას შემდეგ, რაც პოლიციის განყოფილებას, Facebook მესიჯნერის საშუალებით, მოქალაქე დაუკავშირდა. თანაც ისეთი თხოვნით, რომლის ანალოგიც მანამდე არ ჰქონიათ.

სკოლის მოსწავლე, 10 წლის ლენა დრეიპერი თავად ვერ გაუმკლავდა მათემატიკურ გამოსახულებას- (8+29)x15 და გამოთვლაში დახმარებისათვის მარიონის პოლიციის განყოფილებას მიმართა. მან პოლიციას მესინჯერში დაუტოვა შემდეგი შეტყობინება: „ვერ ვაკეთებ საშინაო დავალებას. შეგიძლიათ დამეხმაროთ?“

პოლიციის უშიშარმა ლეიტენანტმა, 42 წლის ბი ჯეი გრუბერმა, უკან არ დაიხია და მიუხედავად იმისა, რომ მე-5 კლასის მათემატიკა წლების წინ მოიტოვა უკან, დაინტერესდა, თუ რაში მდგომარეობდა გოგონას პრობლემა. ამის შემდგომ გრუბერმა გოგონას ურჩია, ჯერ ფრჩხილებში მოქცეულ რიცხვებზე შეესრულებინა მოქმედება.

CNN-თან საუბრისას, გრუბერმა განაცხადა, რომ გოგონას თხოვნა სულაც არ მოსჩვენებია განსაკუთრებულ უცნაურობად. თუმცა, დასძინა, რომ განყოფილებას მანამდე არასდროს მიუღია საშინაო დავალებასთან დაკავშირებული შეკითხვა მესინჯერის საშუალებით.

მას შემდეგ, რაც პოლიციის  მხრიდან დახმარების მზაობში დარწმუნდა, ლენა მხოლოდ ერთ მაგალითზე არ გაჩერდა და შემდგომი გამოსახულების ამოხსნითაც დაინტერესდა: (90+27)+(29+15)x2

გრუბერმა კვლავ მიწერა საპასუხოდ: „პირველ ფრჩხილებში შედეგი დაუმატე მეორე ფრჩხილების შედეგს და გაამრავლე 2-ზე. „ფრჩხილებს შიგნით მოქმედებები დაიწყე მარცხნიდან მარჯვნივ.“

მცირე შეცდომა

ლენას დედამ, მოლი დრეიპერმა, საკუთარ Facebook გვერდზე გოგონას პოლიციასთან მიმოწერის სკრინები გააზიარა, რაზეც ერთ-ერთმა მეგობარმა აღნიშნა, რომ პოლიციის პასუხში ტექნიკური შეცდომა იყო: ლეიტენანტის რჩევაში არ იყო დაცული მათემატიკური ოპერაციების შესრულების სწორი რიგითობა. „ფრჩხილებიანი გამოსახულების ამოხსნისას, ჯერ 2-ზე უნდა გამრავლდეს (29+15) და შემდეგ დაემატოს (90+25). მიხარია, რომ პოლიცია მზადაა დასახმარებლად, მაგრამ ჯერ გამრავლება და მერე შეკრება!“ – ვკითხულობთ ემი პელფრეის საპასუხო კომენტარში.

ლეიტენანტი გრუბერი აღიარებს, რომ მათემატიკა არ ყოფილა მისი საყვარელი საგანი და ისტორიასა და ჰუმანიტარულ საგნებში უკეთესი იყო. მას გაუხარდა, როცა შეიტყო, რომ მისი შეცდომა მანამდე აღმოაჩინეს და გამოასწორეს, სანამ ლენამ საშინაო დავალებას სკოლაში მიიტანა.

გრუბერი საკუთარ თავს ახასიათებს, როგორც „ადამიანს, რომლის დიდი სურვილია, წარმოაჩინოს პოლიციელები, როგორც რიგითი ადამიანები.“ სკოლის მოსწავლის ამ უცნაური თხოვნის მიუხედავად, იგი აცხადებს, რომ ბედნიერია მოქალაქეებთან უთიერთობით და მათთან საერთო ენის გამონახვის საშუალებით, განაკუთრებით კი, ბავშვებთან.

მომხდარით გახარებულია გოგონას დედაც. CNN-თან ინტერვიუში  მოლი დრეიპერმა განაცხდა: „ვფიქრობ, შესანიშნავი ფაქტია მათი მხრიდან, ჩემი შვილისათვის დროის დათმობა, მიუხედავად ამოცანაზე სწორი ან არასწორი პასუხისა. ეს კარგი საშუალებაა ურთიერთობების გამყარებისა და მოსახლეობის ნდობის მოსაპოვებლად.“

4 საბავშვო ამოცანა, რომელსაც ყველა ზრდასრული ვერ ამოხსნის

რამდენი საზამთროა? – ტვინის გასავარჯიშებელი გამოცანა ხრიკით

ერთი მარტივი ამოცანა, რომელშიც მათემატიკა უძლურია

თუ თქვენ ამ ამოცანას ამოხსნით, ნამდვილი გენიოსი ხართ

მოამზადა ანი ნემსიწვერიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური