GE

მახინჯი პროგრამა „summer job“? – სტუდენტების მოთხოვნა და განათლების მინისტრის პასუხი

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების ნაწილი საზაფხულო დასაქმების პროგრამა „Summer job“-ის კვლავ ამოქმედებას ითხოვს. მათი თქმით, მსგავსი ინიციატივები ახალგაზრდების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ძველმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამათუიმ ორგანიზაციაში დროებით დასაქმებული სტუდენტების ნაწილი, ზოგ შემთხვევაში კომპანიაში გრძელვადიანადაც დარჩა სამუშაოდ.

„Summer job“-ის პირველი ეტაპი რამდენიმე წლის წინ განხორციელდა და მასში 25 ათასი სტუდენტი მონაწილეობდა. პროექტში ახალგაზრდები ჩაერთნენ როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებში არსებული უმაღლესი სასწავლებლებიდან. ახალგაზრდები ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა დაწესებულებებში მუშაობდნენ, ნაწილი საკუთარი პროფესიითაც დასაქმდა.

ბიბლიოთეკები, სკოლები, ბაღები, მუზეუმები, კაფეები, სასტუმროები, საავადმყოფოები, უნივერსიტეტები, მუნიციპალიტეტების გამგეოებები – ეს იმ დაწესებულებების არასრული ჩამონათვალია, სადაც სტუდენტებმა საზაფხულო არდადეგების დროს ანაზღაურებადი სამუშაო შეასრულეს და პროექტის დასრულების შემდეგ 400 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღეს.

პროგრამის დადებითი ეფექტების გარდა, არაერთი კრიტიკული შეფასებაც გაისმა. ერთ-ერთი პრეტენზია იყო ის, რომ სტუდენტების ნაწილი პროგრამას უსამართლოდ მიიჩნევდა, რადგან ბევრმა მსურველმა მასში მონაწილეობა ვერ მოახერხა. ისინი აცხადებდნენ, რომ შერჩევა პროტექციით ხდებოდა.

უკმაყოფილოთა მეორე ნაწილის პრეტენზია კი განაპირობა თავად იმ ობიექტებმა, სადაც სტუდენტებს უნდა ემუშავათ. კერძოდ, ახალგაზრდები ამბობდნენ, რომ პრესტიჟულ ორგანიზაციებში და სხვადასხვა საჯარო უწყებებში სტუდენტები ნაცნობობით გაანაწილეს, ხოლო ისინი, ვისაც რეკომენდატორი არ ჰყავდა, შედარებით რთულ ობიექტებზე მოხვდნენ. მაგალითად: სკოლებში, სადაც სარემონტო სმაუშაოები მიმდინარეობდა და მათ ამ პროცესში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ან, ძირითადად დასუფთავებით იყვნენ დაკავებულები.

მრავალი დადებითი და უარყოფითი არგუმენტის მიუხედავად, ახალგაზრდების და უფროსების უდუდესი ნაწილი თანხმდება, რომ სტუდენტური დასაქმების პროგრამების ხელშეწყობა და ინიცირება პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს.

10340147_975468582470887_7166403977079820970_nროგორც საკითხზე საუბრისას Aris.ge- განათლებას  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე სახელმწიფო სტუდენტური დასაქმების პროგრამის განხორციელებას არ გეგმავს.

სტუდენტების დასაქმებაზე მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა პროგრამების შეთავაზება ახალგაზრდებისათვის. ჩვენ გვქონდა რეალური შანსიმაგალითად, კვლევის დროს, როდესაც ჩატარდა ცესკოს მიერ, აქ იყო ძალიან ბევრი სტუდენტი დასაქმებული. არის კიდევ სხვა პროგრამები, რომლებსაც ვთავაზობთ როგორც კერძო სექტორის ჩართულობით, ასევე საჯარო დაწესებულებებშიც და ამას აქვს გარკვეული სისტემური მიდგომა. თუ საუბარია ისეთ პროგრამაზე, როგორიც იყო “summer job”, ასეთი მახინჯი პროგრამის განხორციელებას ნამდვილად არ ვაპირებ“,- განუცახადა Aris.ge- განათლებას  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ირაკლი კუპრაძე ფიქრობს, რომ ახლაგაზრდული პროექტები არ უნდა იყოს მიმართული ერთჯერადი შედეგებისადმი, არამედ უნდა იყოს გრძელვადიანი და შედეგზე ორიენტირებული.

10511313_693188754112974_2378029596736020850_n„შედეგი კი სტუდენტების მიერ საჭირო უნარჩვევების გამომუშავება და მათი სპეციალობის შესაბამისი პროფესიული დახვეწა უნდა იყოს, რაც სამომავლოდ თავისი საქმის კარგ მცოდნე კადრებს მისცემს სახელმწიფოს. ვთვლი, რომ summer job-ის პროგრამა კომპლექსურად უნდა შეფასდეს ყველა ფაქტორის გათვალისწინებით და არა ერთი სტუდენტის გადმოსახედიდან. უნდა დავფიქრდეთ იმ ფაქტორზე, რომ პროექტში საშუალოდ 12-13 მილიონი ლარი იხარჯება და ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 25 000 სტუდენტი საქმდება. მაშინ, როცა მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში – მაგალითად თსუ-ში 23 000 სტუდენტია. პროექტის განხორციელების შემთხვევაში შერჩევის კრიტერიუმებიც აუცილებლად შესაცვლელია“,- განუცხადა Aris.ge- განათლებას ირაკლი კუპრაძემ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სოფიო აროშიძე ამბობს, რომ საზაფხულო დასაქმების პროგრამები სტუდენტურ ცხოვრებას მრავალფეროვანს ხდის და ახალგაზრდებს დამატებით მოტივაციას აძლევს.

ზაფხულის პერიოდში, ყველა სტუდენტი ვერ ახერხებს, ზოგიერთის მსგავსად კურორტებზე, ან ზღვაზე წავიდეს დასასვენებლად და იქ გაატაროს თავისუფალი დრო. ამიტომ უწევთ სახლში უღიმღამოდ ამ პერიოდის გატარება და ახალ სასწავლო წელსაც ასეთივე განწყობით და მინიმალური შემართებით ხვდებიან. ეს კი საბოლოო ჯამში სწავლის ხარისხზე აუცილებლად აისახება. ყველა ახალგაზრდას უნდა შეეძლოს რაღაც პერიოდი მოწყდეს ყოველდღიურობას და თავისუფლად გაატაროს დრო. ვფიქრობ, საზაფხულო პროგრამები და თუნდაც მინიმალური ანაზღაურება ბევრ ჩემს თანატოლს და ჩემს მსგავსს გვაძლევს საშუალებას, რამდენიმე დღე განტვირთვა მოვუწყოთ ჩვენს თავსწავიდეთ სახლიდან სადმე დასავენებლად, დავისვენოთ, ვიკითხოთ საყვარელი ლიტერატურა და .“,- განუცხადა Aris.ge- განათლებას სოფიო აროშიძემ.

10402006_999426520082145_4022745118642178082_nარასამთავრობო ორგანიზაცია „Artinfo Georgia”- დამფუძნებელი და ახალგაზრდულ საკითხთა პეციალისტი დათო ნადირაძე ფიქრობს, რომ საზაფხულო დასაქმების პროგრამების არსებობა აუცილებელია, თუმცა მათი მიზანი ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვა ნაკლებად უნდა იყოს.

ასეთი სამუშაოები სტუდენტებს უნდა სთავაზობდეს ისეთი უნარების გამომუშავებას, რომელიც სამომავლოდ შრომის ბაზარზე დასაქმებაში შეუწყობს ხელს“,- ამბობს ნადირაძე Aris.ge- განათლებასთან საუბრისას.

მისივე თქმით, სტუდენტური ცხოვრება საინტერესო რომ გახდეს, აუცილებელია უნივერსიტეტების გააქტიურებაც.

დღესდღეობით, ქართული უნივერსიტეტები ნამდვილად სთავაზობენ სტუდენტებს გაცილებით მეტ შესაძლებლობებს, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, მაგრამ პრობლემა კომუნიკაციაშიარამდენად აღწევს ეს ინფორმაცია სტუდენტებამდე? რამდენად ესმით მათ ამის მნიშვნელობა? ვფიქრობ, ეს სისტემური პრობლემაა, რომელზეც უნივერსიტეტებმა და სტუდენტურმა თვითმმართველობებმა უნდა იფიქრონ, რომ ამ ინფორმაციამ ვიწრო წრიდან გააღწიოს და მხოლოდ თვითმმართველობების პრეზიდენტების მეგობრებით არ შემოიფარგლებოდეს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდული რესურსი სახელმწიფოს აბსოლუტურად აუთვისებელი აქვს. თითქოს ფეხს იკიდებს სტაჟირებების სისტემა, მაგრამ სტაჟიორები უსაქმოდ სხედან. ან თუ საქმე აქვთ, 1 სათში თავისუფლები არიან, სამუშაო აღწერილობები ძირითადად მარტივი კომპიუტერული დავალებებით შემოიფარგლება. ახალგაზრდებს ნამდვილად გაცილებით დიდი რესურსი აქვთ, რისი რეალიზებაც სისტემამ უნდა უზრუნველყოს“,- აცხადებს დათო ნადირაძე.

რაც შეეხება საზღვარგარეთ არსებულ პრაქტიკას, დათო ნადირაძის თქმით, საზაფხულო პერიოდში დაგეგმილი აქტივობები ბევრ სხვადასხვა ქვეყანაშია საინტერესოდ დაგეგმილი, თუმცა მისი აზრით, შედეგზე ორიენტირებული ყველაზე მეტად ამერიკული საზაფხულო სკოლებია.

ბევრ ქვეყანას აქვს კარგი სტუდენტური საზაფხულო ცხოვრება, მაგრამ აქ ჩნდება კითხვარა უნდა მოგვცეს საზაფხულო აქტივობებმა მომავალში? კვალიფიციური კადრები? გაზრდილი სამოქალაქო საზოგადოება? – ალბათ უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა ჩვენი ახალგაზრდებისგან და შემდეგ უკვე მარტივი იქნება ქართული საზაფხულო სკოლების შინაარსის განსაზღვრა. პირადად მე, ამერიკული საზაფხულო სკოლები მომწონს. ვფიქრობ კონკრეტულ შედეგებზე მეტად არის ორიენტირებული“,- აღნიშნა ნადირაძემ.

გიორგი არის© ხურცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური