GE

მე-12 კლასელები ქართულში გამოსაშვებ გამოცდას აბარებენ

1500-ზე მეტ სკოლაში გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. მეთორმეტეკლასელები დღეს დილის 9 საათიდან გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. დღის მეორე ნახევარში კი გეოგრაფიის გამოცდა იმ მე-12 კლასელებს ექნებათ, რომელთაც მე-11 კლასში ბარიერი ვერ გადალახეს.

13249359_1239847476048085_16175852_nროგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ამ დროისათვის არანაირი პრობლემა და ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი დღეს  თბილისის 133-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც დირექტორსა და მოსწავლეებს გაესაუბრა და პროცესის მიმდინარეობას დააკვირდა.

მისი თქმით, ჯერ-ჯერობით გამოცდები  ყველგან მშვიდად მიდის. მონიტორინგისათვის კი წელს  განსაკუთრებული ზომებია მიღებული – ყველა იმ ოთახში, სადაც გამოცდა ტარდება, ვიდეოთვალია დამონტაჟებული.

“ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს   პროცესის მიმდინარეობას თვალყური მივადევნოთ და სკოლებს ონლაინ რეჟიმში დავუკავშირდეთ  თუ შევამჩნიეთ, რომ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან სათანადოდ არაა ყველაფერი მოწესრიგებული, ან მეთვალყურის მხრიდან  რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი.

“ სირთულეს რაც შეეხება, მოგეხსენებათ ჩვენი მოსწავლეები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების სახით აბარებენ და თავად მათზეა დამოკიდებული რამდენად მარტივი, ან რთული დავალება მოუვათ. თუკი მოსწავლე დავალებებს პასუხს კარგად სცემს, ნელ-ნელა გაურთულდება. ხოლო თუ ვერ ახერხებს, მაშინ მარტივი დავალებები მიუვა. ასე რომ, დავალების სირთულე თითოეულ მათგანზეა დამოკიდებული,” – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

13250447_1239851489381017_1547593032_nრაც შეეხება გუშინდელ პრეტეტს, რომელიც ასევე 1500-ზე მეტ სკოლაში ჩატარდა, მიმინოშვილის თქმით, რეგიონებში გადაცდომას ჰქონდა ადგილი, თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებით მათი რეაგირება მყისიერი იყო. ამბობს, რომ  პრეტესტზე მოსწავლეთა ურავლესობა მივიდა, თუმცა არა აბსოლუტური უმრავლესობა.

მოსწავლეები კი გამოცდას როგორც მეტ-ნაკლებად რთულს აფასებენ.

ცირა ღვინიაშვილი. 133-ე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე: “დაახლოებით 45-50 წუთი დამჭირდა. საკმაოდ ბევრ კითხვაზე მომიწია პასუხის გაცემა – დაახლოებით 40-ზე. naec.ge-ზე დადებული ნიმუშების მსგავსი კითხვები იყო.  ზოგი კითხვა საკმაოდ მეადვილა, ზოგი კი ნამდვილად რთული იყო. ასე რომ, მარტვიად ჩასაბარებელი გამოცდა ნამდვილად არაა. მე 7 ქულა ავიღე.”

13249394_1239847046048128_1823101223_nმეგი ნეფარიძე. 133-ე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე: “რთული არ იყო, მაგრამ კომპიუტერი რა პრინციპით წერს ქულებს, ვერ დავადგინე.  ნამდვილად არც ერთი კითხვა არ გამრთულებია და ამის მიუხედავად, მაინც 8. 91 ავიღე. ვერ მივხვდი რაში დამაკლო ამდენი ქულა. ცუდია, რომ არ გიჩვენებს თუ რა შეგეშალა. ამას რომ აჩვენებდეს მეცოდინებოდა რა შეცდომა დავუშვი.”

გამოცდის მიმდინარეობით კმაყოფილი იყო სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე , რომელმაც განგვიცხადა, რომ სისტემა აბსოლუტურად გამართულია დაარანაირი ტექნიკური ხარვეზი არ აქვთ.

მისი თქმით, სკოლას 79 მეთორმეტეკლასელი ჰყავს. თითოეულმა მათგანმა გენერალური რეპეტიცია გუშინ გაიარა.

13277947_1239851602714339_862123252_n“ტესტი მარტივი არაა, მაგრამ ის ბავშვები, რომლებიც წლების განმავლობაში სწავლობდნენ, უპრობლემოდ ჩააბარებენ. ჩვენს სკოლაში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა. 8 მედალოსანი გვყავს და შესაბამისად, ადეკვატურ შეფასებას ველოდებით.

“ჯერ-ჯერობით, ვინც გამოცაზე გავიდა, საშუალოზე მაღალ ქულებს იღებენ. დაბალი შედეგი ჯერ არავის ჰქონია. ზოგადად, ჩვენ სკოლაში ბოლო 4 წლის განმავლობაში არ ყოფილა ისეთი მოსწავლე, რომელიც გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაიჭრა. ამიტომ, მსგავს რამეს არც წელს არ ველოდები,” – გვითხრა ლიანა ფუტკარაძემ.

ჩაჭრილთა ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ გამოცდებისათვის 47000-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული. მე-12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდას 4 საგანში (ქართული, უცხოური ენები, ისტორია, მათემატიკა) ჩააბარებენ. მათი გამოცდები 25 მაისს დასრულდება.

გამოსაშვები გამოცდები 2016 – პასუხები ყველა კითხვაზე და ტესტური დავალებების ნიმუშები

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური