GE

მე-12 კლასელთათვის გაცდენის ექსტერნის გამოცდები 5 მაისიდან 14 მაისის ჩათვლით ჩატარდება

მე-12 კლასელების გაცდენის ექსტერნი გამოცხადდა!

გაცდენის ექსტერნის გამოცდები 2015 წლის 5 მაისიდან 14 მაისის ჩათვლით ჩატარდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2014-2015 სასწავლო წლის განმავლობაში მე-12 კლასის მოსწავლეების მიერ კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტის გაცდენის გამო ექსტერნის ფორმით დაძლევის გამოცდებზე რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 29 აპრილიდან 2015 წლის 1 მაისის ჩათვლით პერიოდი.

“რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, ხოლო გამოცდები ჩატარდება ცენტრალიზებულად სკოლებში”,-აცხადებენ განათლების სამინისტროში.

მე–12 კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები 24 აპრილიდან აღარ იანგარიშება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური