GE

მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი სკოლების რეგისტრაცია 27 აპრილს დაიწყება

მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი სკოლების რეგისტრაცია 27 აპრილს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, ტესტირების მიზანი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა (მე-6 კლასი, მე-9 კლასი) მიღწევების შეფასება და სასწავლო პროცესის მხარდაჭერაა.
მოსწავლეთა შეფასების საფუძველზე სკოლებს მიეწოდებათ ინფორმაცია კონკრეტული მოსწავლის და სკოლის მიღწევების შესახებ. შეფასების შედეგები იმგვარადაა წარმოდგენილი, რომ ის ეფექტურად შეიძლება იყოს გამოყენებული მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ქმედითი ღონისძიებების დასაგეგმად.

რეგისტრაციის პროცესი 15 მაისს დასრულდება.

ტესტირება კომპიუტერულად, 2-დან 9 ივნისამდე ჩატარდება შემდეგ საგნებში:

მე-6 კლასი:

ქართული ენა და ლიტერატურა;
მათემატიკა;
ინგლისური ენა.

მე-9 კლასი:
ქართული ენა და ლიტერატურა;
მათემატიკა;
უცხოური ენა (გერმანული, ინგლისური, ფრანგული ან რუსული);
ისტორია;
გეოგრაფია;
ფიზიკა;
ქიმია;
ბიოლოგია;
ხელოვნება.

საგნები თავის მხრივ დაყოფილია შინაარსობრივ სფეროებად ე.წ. დომეინებად, რაც საშუალებას იძლევა, შეფასდეს არა მხოლოდ საგნის, არამედ მისი ცალკეული შინაარსობრივი სფეროების სწავლების მხრივ არსებული სურათი.

ტესტირებაში სკოლების მონაწილეობა ნებაყოფლობითია. კონკრეტული სკოლის შედეგები ხელმისაწვდომია მხოლოდ ამ სკოლისათვის.

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური