GE

”მე აბიტურიენტი ვარ”, ”ლავუაზიეს წრისა” და ”ედისონი ლიგის” გამარჯვებულები მიუნხენში

19 აგვისტოს გერმანიაში, კერძოდ, მიუნხენში, გაემგზავრნენ კონკურს ”მე აბიტურიენტი ვარ”, ”ლავუაზიეს წრისა” და ”ედისონი ლიგის” გამარჯვებულები:

1. გიორგი შარიფაშვილი და გიორგი ბრეგვაძე (მე აბიტურიენტი ვარ)
2. გიორგი კვანტრიშვილი, მიქაელ გაგოშიძე, თორნიკე კილაძე (ედისონის ლიგა)
3. მარიამ ფერაძე, ანა ქურდაძე, ზვიად კაჭარავა (ლავუაზიეს წრე)

კონკურსების გამარჯვებულები დაათვალიერებენ Deutsches Museum-ს მიუნხენში, BMW-ს მუზეუმს, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს, სადაც ნახავენ სამეცნიერო და სასწავლო ლაბორატორიებს, ეწვევიან ხელოვნების მუზეუმს და ნახავენ ოლიმპიურ სტადიონს.

სამივე კონკურსი ჩატარდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ინიციატივით და იყო შემეცნებითი ხასიათის. ”ედისონის ლიგისა” და ,,ლავუაზიეს წრის” მონაწილე უკლებლივ ყველა კონკურსანტი აგრარულ უნივერსიტეტში საინჟინრო-ტექნოლოგიურ ან აგრარულ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში, მიიღებს სასწავლო გრანტს.

სამივე კონკურსში ერთად 10 000-მდე აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური