GE

მე–12 კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები 24 აპრილიდან აღარ იანგარიშება

მე–12 კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები  24 აპრილიდან აღარ იანგარიშება. ამის შესახებ Aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განუცხადა და იქვე განმარტა, რომ რაც შეეხება ,,არების“ დაწერას, რეგისტრაციის პროცესი 24 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება.

,,არები“ მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში იწერება. თუმცა ჩვენ, იმისთვის, რომ გაცდენების მიხედვით განვსაზღვროთ ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ექსტერნის ფორმით სკოლის დასრულება, გაცდენებს  ვითვლით 24 აპრილის ჩათვლით. თუმცა რეგისტრაციის პროცესი სასკოლო ჟურნალში  24 აპრილის შემდეგაც მიმდინარეობს. უბრალოდ  ჩვენ 24 აპრილი გვაქვს ბარიერი, ვითვლით გაცდენებს 24 აპრილამდე და ვანგარიშობთ ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ექსტერნი ფორმით პროგრამის დაძლევა,“– განაცხადა ლია გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხი მინისტრის ბრძანებით  რეგულირდება. ეროვნული სასწავლო გეგმის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, რაც შემდეგს გულისხმობს:

“თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე”,-აღნიშნულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში.

რაც შეეხება სწავლის დასრულების თარიღს, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, განსაზღვრულია, რომ პირველი და მეთორემეტე კლასის მოსწავლეები სწავლას 20 მაისს დაასრულებენ. ხოლო დანარჩენი კლასების მოსწავლეებიივნისის შუა რიცხვებში.

აბიტურიენტებისთვის – 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური