GE

მედიაციის პროექტის ფინალისტები ალმა მატერის 100%-იანი საუნივერსიტეტო გრანტით დაჯილდოვდნენ

მედიაციის კონკურსის შეგედად გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გამარჯვებული ორივე გუნდი უფასოდ ისწავლის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 2016 წლის 1 თებერვალს სტარტი მიეცა მედიაციის პროექტს, რომელშიც 50 სკოლის 100-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტი 5 დღე გაგრძელდა. მოსწავლეებმა გაირეს ტრენინგები, რომლის ფარგლებშიც გაეცნენ მედიაციის სპეციფიკას, დაეუფლენ პროცესის წარმართვის ტექნიკას.

კონკურსი რამდენიმე ტურად ჩატარდა. ფინალში ერთმანეთს 2 გუნდი შეეჯიბრა. პირველი გუნდი წარმოადგინეს 14 სკოლის20 – მა მოსწავლემ და 17 სკოლის 30 – მა მოსწავლემ, მეორე გუნდი – 15 სკოლის 30 მოსწავლემ და 18 სკოლის მოსწავლემ 27.

უნივერსიტეტის ცნოვით, ორივე გუნდმა მაღალი მომზადების დონე აჩვენა, ამიტომ ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად ორივე გუნდი გამოცხადდა, რაც ოთხივე მონაწილისთვის 100% – იან საუნივერსიტეტო გრანტს და ევროპულ სასწავლო ტურში უფასო მონაწილეობას ითვალისწინებს.

პროექტში მონაწილე დანარჩენმა წევრებმა მიიღეს კონკურსში მონაწილეობის სერთიფიკატები და 5 % – იანი ფასდაკლების ვაუჩერები, რომელსაც დაემატოს 15%-იანი საუნივერსიტეტო გარნტი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მონიშვნის შემთხვევაში.

მედიაციის პროექტშიგამარჯვებულები არიან; ნათია ჯულუხაძე, ლევან კერესელიძე, დავით დუდაშვილი, პაატა გვათუა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური