GE

„მინდა აბიტურიენტები დავაწყნარო, ნერვიულობის დრო აღარ არის“

ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ორი დღით ადრე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი Aris.ge განათლებას ესაუბრა. ინტერვიუს დღევანდელი, პირველი ნაწილი აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეს ეძღვნება, სადაც მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს მიმართავს:

– ქალბატონი მაია, 2 ივლისს იწყება გამოცდები, ყველა მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია?

– 28 ივნისიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაიბარა შენობები, ვიდეოთვალებით აღჭურვა. გამნაღველები შედიან საგამოცდო ცენტრებში ერთი დღით ადრე და შემდგომ უკვე შენობა აყვანილია კონტროლზე.

– აბიტურიენტებს ვიდეოთვალით გადაღებულ კადრებზე წვდომის უფლება აქვთ,  მოთხოვნის შემთხვევაში?

– თუ გაასაჩივრა აბიტურიენტმა, ტექნიკურ აპელაციას ვუწოდებთ ამას, რომ მისი უფლებები დაირღვა სექტორში, ასეთ შემთხვევაში ვიდეოჩანაწერს ვიყენებთ და სააპელაციო კომისია ცდილობს, გაარკვიოს მართლაც დაირღვა მისი უფლება, თუ არა.

– რას ურჩევდით აბიტურიენტებს გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე? როგორ უნდა მოიქცნენ გამოცდებზე?

– მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა აბიტურიენტი დავაწყნარო და ვუთხრა, რომ ნერვიულობის დრო აღარ არის. ჩვენ გადმოგვაბარონ და ჩვენ ვინერვიულებთ მათ მაგივრად. თვითონ მხოლოდ და მხოლოდ იფიქრონ, როგორ მოახერხონ მაქსიმალურად საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. დანარჩენს ყველაფერს, ნერვიულობის ჩათვლით, ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ მათგანს სათანადო პირობები შევუქმნათ.

აბიტურიენტმა მინდა, იცოდეს, მას სექტორში მოემსახურება ორი მეთვალყურე და ბუნებრივია, საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის შეუძლია მას მიმართოს. საგამოცდო ცენტრებს  ეყოლება ადმინისტრატორი. ასე რომ ყველანი ვიქნებით ფეხზე დამდგარი, იმისთვის რომ მაქსიმალურად მათთვის მისაღების საგამოცდო პირობები შევქმნათ. როგორც წესი, მე ვაკვირდები აბიტურიენტებს წლების განმავლობაში, პირეველ გამოცდაზე ძალიან ღელავენ, შეშინებულები მოდიან, მეორე გამოცდაზე სრულიად ადაპტირებულები არიან. დარწმუნებული ვარ, წლევანდელი აბიტურიენტებიც მიხვდებიან, რომ მათი ნომერ პირველი გულშემატკივრები ვართ ჩვენ. მე ახლა რომ ვურჩიო, კარგად იმეცადინონ, ძალიან ცოტა დრო დარჩათ ამისთვის. პირიქით, ახლა უკვე ზედმეტად ნუ გადაიტვირთებიან. დამატებით ცოდნას ახლა ნაკლებად თუ შეიძენენ. გამოცდბის წინა პერიოდში ჯობია განმუხტვა, სასარგებლო და დადებითი ემოციებით აღვსება. ეს ნამდვილად შეუწყობს მათ ხელს, რომ პირველ გამოცდაზე მოვლენ სრულიად მობილიზებულები. მე ვურჩევდი წინა დღეებში დაისვენონ კარგად.

Aris.ge-განათლებამ მაია მიმინოშვილთან ვრცელი ინტერვიუც ჩაწერა, სადაც ცენტრის დირექტორი გამოცდების რეფორმის ისტორიაზე და მისი უწყების ძველ და ახალ გამოწვევებზე საუბრობს. ინტერვიუს 1 ივლისს შემოგთავაზებთ.

1300 აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებს მის დაწყებამდე გამოეთიშა

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური