GE

მინისტრი – აუდიტორია 115–ს თავის გამოჩენა სურს, სამინისტრო მათთან დაკავშირებით არაფერს აპირებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ “აუდიტორია 115″–თან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს პროტესტი და სამინისტრო რას გეგმავს, უპასუხა, რომ სამინისტრო არაფერს არ აპირებს.

“უნივერსიტეტი ავტონომიურია, შესაბამისად ეს საკითხი მისი გადასაწყვეტია. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ აუდიტორიელებს ნუ შეუშლიან ხელს თავის თანატოლებს. ნუ აირჩევენ ექსტრემალურ გზას ტელევიზიებთან მიმართებაში. ძალიან აღმაშფოთებელი იყო ტელევიზიის შენობაში შეჭრა, ბიზნესის ტერიტორიაზე შესვლა. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი”,– განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, თუ რამდენად სამართლიანია აუდიტორიის მოთხოვნები, მინისტრი პასუხობს, რომ უსამართლოა.

“საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა, ეს არის აუდიტორია 115–ის მცდელობა, რომ გამოიჩინონ თავი. თუმცა ყველა მოქალაქეს აქვს უფლება სასამართლოს მიმართოს”,– აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

„აუდიტორია 115–ის“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო – რითია უკმაყოფილო მარიამ ჯაში

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური