GE

მინისტრის და მამის რჩევები მშობლებს – დამოუკიდებლობა და მეტი თავისუფლება შვილებს

იყო მშობელი ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული ტვირთია განსაკუთრებით მაშინ, თუ მშობლები საზოგადოებისთვის ცნობილი და წარმატებული ადამიანები არიან, აქვთ საკუთარი საქმე და შვილების გაზრდასა და კარიერას შორის ოქროს შუალედის პოვნა უწევთ. ეს არის ერთგვარი პროფესია, რომელიც არ ისწავლება არც ერთ საშუალო თუ უმაღლეს სასწავლებელში და არც მზა რეცეპტები არსებობს, თუ როგორ უნდა აღზარდო შვილი. EDU.ARIS.GE-ის რუბრიკის „მშობელი მშობელს“ დღევანდელი სტუმარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაა. ის მოსწავლეების მშობლებს საკუთარ გამოცდილებას და იმ შეხედულებებს უზიარებს, რომელიც, 22 და 14 წლის შვილებთან, მაკო და ელენესთან ურთიერთობისას დააგროვა:

ადამიანმა თავისი მიმართულება და გზა თავად უნდა განსაზღვროს

unnamed (1)მე მაქსიმალური თავისუფლების მომხრე ვარ ბავშვის აღზრდასა და გაზრდასთან დაკავშირებით. ბავშვმა თავისი გასაკეთებელი საქმე უნდა გააკეთოს თვითონ. არანაირი დოზით არ ვარ ჩართული მათ სწავლასა და განათლებაში. მე და ჩემი მეუღლე ვსაუბრობთ ხოლმე შვილებთან ამ თემებზე, თუმცა მიმართულებასაც თვითონ იღებენ, დამოუკიდებლად და ძალიან კარგად. ჩვენი ახალი თაობა არის ჩვენზე ჭვკიანი, ჩვენზე ნიჭიერი, ჩვენზე ჩამოყალიბებული. ყველა მუხლით უკეთესი პოზიციები აქვთ და ამიტომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უკეთესი. თუ რამე უჭირთ, შეკითხვა აქვთ და ვერ გაიგეს, ამ შემთხვევაში შეიძლება ვინმემ გასცეს პასუხი, თუმცა მე ვარ მაქსიმალური დამოუკიდებლობის მომხრე. თვითონ უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა თავისი მიმართულება და თავისი გზა. რომელ წრეებზე იაროს თავად უნდა გადაწყვიტოს. ჩვენ უბრალოდ უნდა ვუთხრათ, მივცეთ საშუალება იცოდეს რა ვარიანტი არსებობს და მერე თვითონ უნდა გადაწყვიტოს.

ბავშვებს რომ აძალებენ, სწავლა ამით სძულდებათ

ბავშვები არ არიან ზარმაცები. მშობლები რომ აძალებენ და ერევიან მათ საქმეებში, მერე ბავშვს შეჯავრდება სწავლა აუცილებლად. დაძალებით ბავშვს კი არა, ზოგადად, ნებისმიერ ზრდასრულს შეაჯავრებ რასაც გინდა იმას. როგორ უნდა მიხვდეს რომ ისწავლოს? მაგალითს უნდა ხედავდეს, მშობლის მაგალითს. მშობელი თუ სწავლობს, წიგნს თუ კითხულობს, მაშინ ბავშვიც კითხულობს წიგნს. მშობელი თუ მიუხედავად იმისა, რომ წარმატებულია, მაინც სწავლობს, ბავშვიც სწავლობს. მაგალითია მთავარი.

რაც ჩავერიე ზედმეტად იმას ვნანობ, სადაც არ ჩავერიე, იმით ვამაყობ 

მგონია, რომ  მშობლებმა თავისთავს უნდა მიხედონ, თავის განათლებასა და განვითარებას და ბავშვებს მეტი თავისუფლება მისცენ. ალბათ, ასე 15-20 წლის წინ მეგონა რომ აქტიურად უნდა მიმეღო მონაწილეობა აღმზრდელობით პროცესში,  ახლა მგონია რომ ეს ზედმეტი იყო. ვფიქრობ, რომ თავისუფლება მხოლოდ გააძლიერებს ჩვეს შვილებს. დღეს რომ ვფიქრობ, რაც ჩავერიე ზედმეტად იმას ვნანობ, სადაც არ ჩავერიე, იმით ვამაყობ.

სხვა მიზანი არ არსებობს. ჩემი შვილი რომ იქნება ბედნიერი ესაა მაქსიმუმი. წარმატებული არის ფსევდომიზანი. წარმატებული და უბედური კარგი არ არის, ბედნიერი უნდა იყოს და წარმატებაც თავისთავად მაგას გულსიხმობს.

„სკოლა ბავშვის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია“– თინა ხიდაშელი

რატომ უნდა ჩავიბაროთ შვილისგან გაკვეთილი? – „ტასოს“ დედა მოსწავლეების მშობლებისთვის

ჯერ აღზარდეთ ადამიანი ადამიანად და შემდეგ იზრუნეთ მის სწავლა-განათლებაზე–ნინო ნადირაძე-კუზანოვა

ეკა მამალაძე მშობლებს – „ბავშვში მშობელი რასაც ჩადებს, წლების შემდეგ ის გამოვა“

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური