GE

,,მისასალმებელია, რომ წელს ჩარიცხულ 28 000-ზე მეტ სტუდენტს შორის 10 000-მდე სახელმწიფო დაფინანასებით ისწავლის”

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდის საშუალებით აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა მიულოცა. პრემიერმინისტრის მიმართვას Aris.ge – განათლება უცვლელად გთავაზობთ: 

,,გულითადად ვულოცავ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ჩვენს ახალგაზრდებს. მათ ცხოვრებაში ახალი, ძიებით აღსავსე წლები იწყება.

მისასალმებელია, რომ წელს ჩარიცხულ 28 000-ზე მეტ სტუდენტს შორის 10 000-მდე ახალგაზრდა ისწავლის სახელმწიფო დაფინანასებით. ჩვენ ძალ-ღონე არ დავიშურეთ იმისათვის, რომ ხელი შეგვეწყო ახალგაზრდებისთვის, გვერდში დავდგომოდით მათ ოჯახებს. სასიხარულოა, რომ მათ ასე გაამართლეს იმედი.

კიდევ ერთხელ ვულოცავ წარმატებას ყველა პირველკურსელს, მათ ოჯახებს, პედაგოგებს. ძვირფასო ახალგაზრდებო, მინდა იცოდეთ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ საუკეთესო საშუალება ხარისხიანი განათლების მისაღებად, ჩვენ ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს თქვენი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზებაში.

გილოცავთ!” – აღნიშნულია პრემიერმინისტრის მიმართვაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური