GE

მიუხედავად მცირე ინციდენტებისა, მაია მიმინოშვილი გამოცდების პირველი დღით კმაყოფილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს დადებითად აფასებს.

პირველი საგამოცდო დღე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაია მიმინოშვილმა Aris.ge-განათლებასთან შეაჯამა.

„ცხრამეტივე საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია ერთდროულად, 08:00 საათზე დაიწყო, ზუსტად 09:00 საათზე კი აბიტურიენტებს წესები გააცნეს და ტესტები დაურიგეს. პირველ საგამოცდო დღეს გამოცდაზე 20 000-მდე აბიტურიენტი გამოვიდა. პირველ სესიაზე 9583 აბიტურიენტი უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა დაახლოებით 3% არ გამოცხადდა. დაახლოებით იგივე რაოდენობა არ გამოცხადდა მეორე სესიაზეც. გვქონდა დაგვიანების რამდენიმე შემთხვევა, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონშიც. გამოცდიდან 2 აბიტურიენტი მოიხსნა. ზოგადად კი, გამოცდებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ“,- განუცხადა მაია მიმინოშვილმა Aris.ge – განათლებას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ქართულის გამოცდას აბიტურიენტები ასევე ხვალ, 3 ივლისსაც ორ სესიად ჩააბარებენ. შაბათი და კვირა დასვენების დღე იქნება, 6 ივლისს კი საგამოცდო პროცესი ზოგადი უნარების გამოცდით განახლდება.

რამდენიმე აბიტურიენტი თბილისის ნაცვლად გორისა და თელავის საგამოცდო ცენტრში მივიდა

გამოცდაზე ელექტრო საათის შეტანის მიზეზით კიდევ ერთი აბიტურიენტი მოიხსნა

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა

პირველ სესიაზე დაგვიანებული და არგამოცხადებული აბიტურიენტების რაოდენობა ცნობილია

 ეკა წივწივაძე
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური