GE

მობილობის წესით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გადასვლის მსურველთა საყურადღებოდ

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) გადმოსვლის უფლება აქვს მხოლოდ იმ სტუდენტს, რომელმაც დადგენილ ვადაში გაიარა რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე (eqe.ge).

მობილობის მსურველი პირი ვალდებულია, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიმართოს განცხადებით EEU–ს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს აღნიშნულ ფაკულტეტზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

  1. EEU-ში მობილობის წესით სტუდენტთა ჩარიცხვისთვის დარეგისტრირებულ ვაკანტურ ადგილებზე ჩაირიცხებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდები და მათ მიერ მიღებული შეფასება აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.
  2. 2015–2016 სასწავლო წლიდან EEU–ში მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტებისათვის სწავლის საფასური განისაზღვროს სემესტრში:
  • საბაკალავრო პროგრამებზე:
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი) –1125 ლარი.
  • სამართალი – 1190 ლარი.
  • ინგლისური ფილოლოგია -1125 ლარი
  • საერთაშორისო ურთიერთობები –1125 ლარი.

საბაკალავრო პროგრამების აღწერილობა იხილეთ ბმულზე

  • სამაგისტრო პროგრამებზე:
  • სამართალი – 1250 ლარი;
  • ადამიანური რესურსების მართვა – 1500 ლარი;
  • განათლების კვლევები და ადმინისტრირება – 1500 ლარი;
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) – 1000 ლარი; (ერთი ტრიმესტრი)

სამაგისტრო პროგრამების აღწერილობა იხილეთ ბმულზე

ვაკანსიები:

ა)  ბაკალავრიატი

იურიდიული ფაკულტეტი

  • სამართალი_ 60 ვაკანსია

ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი

  • ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი) – 40 ვაკანსია

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

  • ინგლისური ფილოლოგია – 10 ვაკანსია (მხოლოდ I-V სემესტრის სტუდენტებისთვის)
  • საერთაშორისო ურთიერთობები-20 ვაკანსია (მხოლოდ I-III სემესტრის სტუდენტებისთვის)

ბ) მაგისტრატურა

იურიდიული ფაკულტეტი

  • სამართალი – 15 ვაკანსია

ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი

  • ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) – 10 ვაკანსია;
  • ადამიანური რესურსების მართვა – 10 ვაკანსია (მხოლოდ I სემესტრის სტუდენტებისათვის);

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

განათლების კვლევები და ადმინისტრირება – 10 ვაკანსია

ვადები:

  • დოკუმენტაციის მიღება – 25 აგვისტო – 3 სექტემბერი;
  • უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 4–7 სექტემბერი;
  • აღიარებული კრედიტების სტუდენტთათვის გაცნობა – 8 სექტემბერი;
  • ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენა – 10 სექტემბერი.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით  დამოწმებული):

  • განცხადება EEU-ს რექტორის სახელზე (განცხადების ფორმა ივსება საბუთების ჩაბარებისას ფაკულტეტზე);
  • სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (2005-2010 წლებში ჩარიცხულთათვის);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საბუთები მიიღება  10–დან  17 სთ – მდე EEU–ს კანცელარიაში.

მისამართი: თბილისი, შატილის ქ. #4.

საკონტაქტო: 577 50 53 54; 032 248 01 41

სტუდენტთა შემოდგომის სემესტრის მობილობა 3 აგვისტოს იწყება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური