GE

მოსწავლეებისთვის ექსტერნის გამოცდების ჩატარების განრიგი განისაზღვრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017 წლის 22 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაცია გამოაცხადა.

გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჩამოშორებული არიან სასწავლო პროცესს და არ აქვთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ სკოლაში, თუმცა მათი ასაკი აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მინიმალურ ასაკს და გამოთქვამენ სურვილს პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევასთან დაკავშირებით.

ექსტერნის ფორმით პროგრამის დაძლევის მსურველთათვის გამოცდები ჩატარდება 15 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით.

მსურველთა რეგისტრაცია შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში იწარმოებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად:

  1.  გამოცდებზე ექსტერნად რეგისტრაციის ვადაა 2017 წლის 22 თებერვლიდან 2017 წლის 2 მარტის ჩათვლით.
  2. გამოცდის ჩატარების ვადაა 2017 წლის 15 მარტიდან 2017 წლის 25 მარტის ჩათვლით.

ბრძანება #181

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური