GE

მოსწავლესთან ერთად მეცადინეობა არ არის საჭირო!

ბავშვთან ერთად მეცადინეობა, ასევე მასთან ერთად სასკოლო ჩანთის ჩალაგება, კითხვები: „რა ხდება სკოლაში?“ არ არის საჭირო. თქვენს ურთიერთობასაც იფუჭებთ და შედეგი მხოლოდ ნეგატიურია.

გთავაზობთ 30-წლიანი სტაჟის მქონე ფსიქოლოგის რჩევებს:

– ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო, როდესაც იგი არაფერს აკეთებს: დღეში 2-დან 4 საათამდე. ამბიციური მშობლები ტვირთავენ თავიანთ შვილებს სხვადასხვა წრეებით, ენების გაკვეთილებით და ა.შ. შედეგად კი იღებენ ნევროზსა და ყველაფერ მის თანმხლებს.

– სკოლასა და პედაგოგებთან დამოკიდებულებაში უნდა იყოთ საკუთარი შვილის მხარეს. გაუფრთხილდით მათ. ნუ შეუშინდებით ცუდ ნიშნებს. უფრთხილდით სკოლისადმი და ზოგადად სწავლისადმი ზიზღის გაჩენას.

– მშობლები ორიენტირებულნი არიან ნიშნებზე, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან. მაგალითად, ჩემს კლასში სწავლობდა ორი ჩეხი და ერთი პოლონელი. ერთი სერიოზული საკონტროლოს შემდეგ მშობელთა კრებაზე ყველა კითხულობდა ნიშნებს, მხოლოდ ჩეხი და პოლონელი მშობლები სვამდნენ კითხვებს „როგორ გრძნობდა ის თავს? ნერვიულობდა?“ და ეს სწორია.

– რთულია თქმა ვის უფრო მეტი ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს – ფრიადოსანს თუ ოროსანს?

– ფრიადოსნები, რომლებიც ძალისხმევით იღებენ უმაღლეს ქულებს – არიან მშფოთვარე ბავშვები დაქვეითებული თვითშეფასებით.

– თუ თქვენს შვილს არ შეუძლია დავალებების დამოუკიდებლად შესრულება – ამას ყოველთვის აქვს მიზეზი. სიზარმაცე აქ არაფერ შუაშია. ასეთი კატეგორია, ფსიქოლოგიაში საერთოდ არ არსებობს. სიზარმაცე ყოველთვის იხსნება მოტივაციისა და სურვილის არქონით.

– მიზეზებს შორის, რატომაც ბავშვი არ ასრულებს დავალებებს დამოუკიდებლად, შეიძლება ჩამოითვალოს მრავალი: მომატებული შიდა ქალის წნევა, ჰიპერტონუსი, ფსიქოლოგიური პრობლემები, ყურადღების დეფიციტის სინდრომი. იმის მაგივრად, რომ მთელი საღამოები გაატაროთ სახელმძღვანელოებთან ერთობლივ ჯდომაში – უმჯობესია გაერკვეთ მიზეზში და იმუშაოთ მის აღმოფხვრაზე.

– არიან მშობლები, რომლებსაც სურთ აღზარდონ პასუხისმგებლიანი, დამოუკიდებელი, წარმატებული შვილები. ასევე არიან ისეთებიც, რომელთა მიზანია – ბავშვზე ტოტალური კონტროლი, ხოლო ის, თუ როგორი გაიზრდება არ არის მნიშვნელოვანი – მთავარია ცუდ გზას არ დაადგეს.

– ხშირად ნიშნებზე დარდის გამო, პირდაპირი მნიშვნელობით, ინგრევა ოჯახები, შვილები და მშობლები შორდებიან ერთმანეთს, ხშირად სამუდამოდ.

– მოზარდების ფსიქიკა ისედაც საკმაოდ გამახვილებულია, გამოცდებისთვის მოსამზადებელი პერიოდები კი ნამდვილად ურთულესი პერიოდია ოჯახისთვის: ყველას აწუხებს დეპრესია, ნევროზი, ხშირია ისტერიკები, ავადმყოფობები.

როგორ ავარიდოთ თავი ამ კოშმარს ან მინიმუმამდე მაინც შევამციროთ შედეგები?

– ვფიქრობ, ყურადღება უნდა გამახვილდეს სიყვარულსა და მარადიულ ფასეულობებზე.

– დაფიქრდეთ იმაზე, რომ საკმაოდ მცირე დროში, როდესაც ყველა ნიშანი, ქულა და გამოცდა წაიშლება მეხსიერებიდან, მნიშვნელოვანი იქნება მხოლოდ ერთი – ხომ არ დაკარგეთ სიახლოვე, ნდობა, გაგება, მეგობრული დამოკიდებულება თქვენს შვილთან…

– შეიძლება ბავშვმა მიიღოს უმაღლესი შეფასება, მაგრამ დაკარგოთ იგი. ჩააბაროს უნივერსიტეტში, მაგრამ ურთიერთობა ვეღარ აღადგინოთ.

მოსწავლის პრობლემური ქცევის მართვის ეფექტური და მარტივი ფორმულა

მწირი ლექსიკური მარაგის პრობლემის გადაჭრის გზები მოსწავლეებში – სავარჯიშოები მშობლებსა და პედაგოგებს

ერთად ვსწავლობთ კითხვას – სახალისო სავარჯიშოები სკოლის მოსწავლეებისთვის

მოამზადა ამირან ზანგალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური