GE

მსოფლიოს ყველაზე უცნაური და უჩვეულო სასწავლო დაწესებულებები

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე უცნაური და უჩვეულო სასწავლო დაწესებულებებს:

ვალდორფის სკოლა

i

ვალდორფის პედაგოგიკის პრინციპების მიხედვით სწავლების პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს ემოციურ განვითარებასა და წარმოდგენის უნარს. ამ სკოლებში არ არსებობს ნიშნები, დღის განრიგი დამოკიდებულია ბავშვის ცხოვრების „ბუნებრივ რიტმზე“. სისტემის მომხრეები აცხადებენ, რომ არ ღირს ბავშვის წვალება ანბანის სწავლებით იმ პერიოდში, როდესაც მისი აზროვნება მიმართულია გარემოს გამოკვლევაზე. ერთი შეხედვით საშინელებაა, როდესაც რვა წლის ბავშვმა არ იცის წერა-კითხვა, მაგრამ საქმეში ვალდორფის სკოლას შეუძლია იამაყოს შედეგით.

პატარა მკერდის სკოლა

i (1)

სინამდვილეში ამ სკოლაში ან სწავლების მეთოდიკაში არაფერია უჩვეულო, უბრალოდ ასეთი დასახელება უფრო საინტერესოა. დამეთანხმებით, საკმაოდ უცნაურად ჟღერს რომ დაამთავრეთ პატარა მკერდის სკოლა.

ჰამბურგერის უნივერსიტეტი

i (2)

რეი კროკმა დააარსა ჰამბურგერის უნივერსიტეტი 1961 წელს. მას უნდოდა ყველა მსურველისთვის ესწავლებინა McDonald’s-ის საიდუმლოებები. სანამ სიცილს დაიწყებდეთ გაითვალისწინეთ, რომ ჰარვარდში მოხვედრა უფრო ადვილია, ვიდრე ამ უნივერსიტეტში, ჩინეთში (ხვდება მსურველთა მხოლოდ 1 პროცენტი).

Stratton Mountain School

i (3)

იცოდით, რომ არსებობს სკოლა, რომელიც სპეციალურად ზამთრის ოლიმპიადისთვის არის? Stratton Mountain School შტატ ვერმონტის ქალაქ სტრატონში არის „ზამთრის სპორტის სახეობების აკადემია“ სკოლის 53 მოსწავლე უკვე გამოსულია ოლიმპიადაზე, ხოლო 90-მა კურსდამთავრებულმა მიიღო მიწვევა აშშ-ს ნაკრებში.

ნაპორას უნივერსიტეტი

i (4)

ეს უნივესტიტეტი მდებარეობს შტატ კოლორადოში, ქალაქ ბოულდერში, არის კერძო ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1974 წელს ტიბეტელი ბერის მიერ. ამ სასწავლებელში ჩვეულებრივი საგნების გარდა ისწავლება არატრადიციულებიც, მაგალითად მედიტაცია.

„მახარიშის“ განათლების ეპოქის სკოლა

i (5)

ეს არის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ფეირფილდში, შტატ აიოვაში. ამ სკოლაში მოქმედებს თავისუფალი ჩარიცხვის პოლიტიკა. სასწავლო პროცესში შედის ტრანსცენდენტური მედიტაცია, კლასიკური აკადემიური საგნები და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. მისი სტუდენტები საკმაო წარმატებით სარგებლობენ სხვადასხვა კონკურსებში.

ჰარვი მილკის სახელობის საშუალო სკოლა

სკოლა აშენებულია სპეციალურად არატრადიციული ორიენტაციის მქონე ახალგაზრდებისთვის, ასევე მოზარდებისთვის, ვინც ჯერ ვერ ჩამოყალიბდა საკუთარ ორიენტაციაში. სკოლა არის ჰარვი მილკის სახელობის, იგი იყო პირველი არატრადიციული ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც აირჩიეს სახელმწიფო პოსტზე.

გულუს დაწყებითი სკოლა

i (6)

გულუ არის განცალკევებული სოფელი ჩინეთში, მდებარეობს ნაციონალურ პარკში, რომელიც ყველა მხრიდან გარშემორტყმულია კლდეებით, კანიონებითა და ხევებით. სკოლა გამოირჩევა იმით, რომ არის  დაშორებული ცივილიზაციისგან, იქ მისასვლელად საჭიროა ფეხით სიარული მთაზე, დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში.

ტყის საბავშვო ბაღი

forest-kids

ეს არის დაწესებულება სამიდან ექვს წლამდე ბავშვებისთვის, სადაც ისინი დროს ატარებენ სუფთა ჰაერზე. მიუხედავად ამინდისა ბავშვები მიჰყავთ ტყეში, სადაც ისინი თამაშობენ და ვითარდებიან. ასეთი ბაღები განსაკუთრებით პოპულარულია გერმანიაში.

ბერჯეს ჰილის სკოლა

i (8)

ეს სკოლა დაარსდა სამოციან წლებში ინგლისში, მაშინ, როდესაც სასტიკი წესრიგი იყო ყველგან, ამ სკოლაში მოსწავლეებს შეეძლოთ ეკეთებინათ ის, რაც უნდოდათ, მაგალითად მოეწიათ სიგარეტი გაკვეთილის დროს.

ბრუკლინის უფასო სკოლა

i (9)

ეს დაწესებულება განკუთვნილია „სოციალური თანასწორობის მიღწევისთვის“. აქ არ არსებობს ნიშნები და გამოცდები. არ არის სავალდებულო მეცადინეობებზე დასწრება, აგრეთვე საშინაო დავალების გაკეთება.

მომავლის სკოლა

i (10)

ფილადელფიის მომავლის სკოლაში წიგნების მაგივრად მოსწავლეები იყენებენ კომპიუტერებს, ხოლო რვეულების მაგივრად პლანშეტებს. პერსონალური უჯრებიც კი იკეტება ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით.

ჯუნჩჟუნ მიდის გამოქვაბულის სკოლა

i (11)

1984 წელს ჩინეთის ერთ-ერთ უღარიბეს პროვინცია გუიჩჟოუში გაიხსნა დაწყებითი სკოლა გამოქვაბულში. ამ უჩვეულო სასწავლებელში არის ადგილი 8 მასწავლებლისა და 186 მოსწავლისთვის, რომელთათვის განათლების მიღების ერთადერთი გზა ამ სკოლაში სწავლაა.

ჯადოქრების სკოლა

i (12)

სკოლა გთავაზობთ როგორც ონლაინ-კურსებს, ასევე ლექციებს ორ უნივერსიტეტში, ჩიკაგოსა და სამელეში, როგორც დასახელებიდან შეგიძლიათ მიხვდეთ, ამ სკოლაში ასწავლიან ჯადოქრობას.

სკოლა Trabajo Ya

i (13)

სკოლის სახელი ითარგმნება როგორც „იმუშავე ახლა“, პროფესიონალურად ასწავლიან, თუ როგორ გაყიდო საკუთარი სხეული. ვალენსიაში მდებარე ეს სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს „საბაზისო კურსს პროსტიტუციაში მაქსიმალური ეფექტურობით“.

მსოფლიოს 7 ყველაზე ძვირადღირებული და საოცნებო უნივერსიტეტი

მსოფლიოს ტოპ-10 ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი – 2015 წლის რეიტინგი

15 ყველაზე ლამაზი უნივერსიტეტი მსოფლიოში

ამერიკული უნივერსიტეტები მსოფლიო რეიტინგში მოწინავე პოზიციებს კარგავენ

წყარო: ubr.ua

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური