GE

ნაციონალური მართლწერის ეროვნული კონკურსის დასკვნით ტური გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ორგანიზაცია “მშვიდობის კორპუსის” მოხალისეებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ნაციონალური მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში” წარმომადგენლებმა, ინგლისურ ენაში ნაციონალური მართლწერის ეროვნული კონკურსი ჩაატარეს. დღეს კონკურსის დასკვნითი ტური გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.

პროექტის ძირითადი მიზანია ქართულ სკოლებში ინგლისური ენის სწავლების პროცესის და ინგლისურის შესწავლისადმი მოტივაციის გაუმჯობესება. კონკურსში მონაწილეობა უფასო იყო და მასში ჩართვა ნებისმიერი სოციალური თუ ეკონომიკური სტატუსის მქონე 8–12 კლასის მოსწავლეს შეეძლო. შესაბამისად, დიდი იყო მსურველთა რაოდენობაც, კონკურსში 11 რეგიონის 193 სკოლის 2000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა, ფინალურ ტურში 44 მოსწავლე გადავიდა, რომელთაც ადგილობრივ (შიდასასკოლო) და რეგიონალურ ტურებში გაიმარჯვეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური