GE

NASA-ს შემდეგ ისევ საქართველო – რა შედეგით დაბრუნდნენ ამერიკიდან ახალციხელი გამომგონებლები

მულტიკლიმატიზატორი – ასე ჰქვია უნიკალურ გამოგონებას, რომელიც  ორმა ქართველმა მეათეკლასელმა შექმნა.  ახალციხის მეორე სკოლის მოსწავლეები, ირაკლი კაპანაძე და კარლო ხუციშვილი მოწყობილობაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. შედეგად, ააწყვეს  დანადგარი, რომლის მეშვეობითაც ატმოსფეროში ტენიანობის, წნევის და ტემპერატურის სრული სიზუსტით გაზომვაა შესაძლებელი.

ამერიკიდან, კერძოდ კი NASA-ს კოსმოსური ცენტრიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნებული 16 წლის გამომგონებლები საკუთარ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე Aris.ge-განათლებასთან საუბრობენ.

11185771_826915454010373_662722620_n„მოწყობილობა მნიშვნელოვან გაფრთხილებას აძლევს  გლეხებს, რომლებსაც საკმაოდ ხშირად მოსავალი რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და სტიქიური მოვლენების გამო უფუჭდებათ. ხელსაწყო მათ  ასევე მიაწვდის ინფორმაციას მიწის ტენიანობისა და ტემპერატურის შესახებ, რის მეშვეობითაც ფერმერები განსაზღვრავენ ესაჭიროება თუ არა მცენარეს მორწყვა“.

სწორედ ამ გამოგონების უნიკალობის გამო, საქართველოში შექმნილი მოწყობილობით, აშშის  აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) დაინტერესდაირაკლი კაპანაძემ და კარლო ხუციშვილმა საქართველოში უკვე მოიპოვეს წარმატება. მათმა გამოგონებამ ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში უმაღლესი შეფასება მოიპოვა. სწორედ იქ მიღებული დაფინანსების შემდეგ, მოზარდებმა საკუთარი გამოგონების გაუმჯობესება დაიწყეს.

11093339_826915344010384_234906209_nირაკლიმ და კარლომ საკუთარი ნამუშევარი NASA-ს ინოვაციების ცენტრში თავად წარადგინეს.

– საიდან გაჩნდა მსგავსი ხელსაწყოს შექმნის იდეა, რამდენად ფართო გამოყენებისაა გამოგონება და რა იქნება თქვენი შემდგომი ნაბიჯები?

ირაკლი: თავდაპირველად, მე და კარლომ თვალი გადავავლეთ იმ პრობლემებს, რომელიც არსებობდა საზოგადოებაში და აღმოვაჩინეთ, რომ ფერმერისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა ძლიერი წვიმები, რის  გამოც მათ მოსავალი უნადგურდებოდათ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ისეთი ხელსაწყო რომლის მეშვეობითაც ფერმერები შეძლებდნენ დაეცვათ თავიანთი მოსავალი. მულტიკლიმატიზატორის მეშვეობით ისინი შეიტყობენ რამდენიმე დღით ადრე მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

პროექტის აწყობის პროცეში გაჩნდა სხვადასხვა  იდეათუ როგორ შეიძლებოდა მულტიკლიმატიზატორის გაუმჯობესება. შედეგად, მოწყობილობას   საფრენი აპარატის დრონი დაემატა

11208826_826915360677049_1519206724_nირაკლი: თუ მულტიკლიმატიზატორი ზომავდა ლოკალური ადგილისთვის დამახასიათებელ მიწის ტენიანობას და ტემპერატურას, და ასევე მოსალოდნელ ამინდს, დრონის მეშვეობით უკვე ნებისმიერი ადგილიდან იქნება შესაძლებელი ამ ყველა ინფორმაციის მიღება. მასში ჩამონტაჟებულია GPS სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია უპილოტოდ გაფრინდეს დრონი სასურველ ადგილას და განსაზღვროს ყველა საჭირო ინფორმაცია. მათ შორის მიწის ნაყოფიერების შესახებ. მულტიკლიმატიზატორი მართლაც დაეხმარება ფერმერს, რათა უზრუნველყოს სახნავ–სათესი მიწის ვარგისიანობა და ნაყოფიერება. რაც იმას ნიშნავს, რომ ხელსაწყოს პრაქტიკული დანიშნულება გააჩნია.

გამოგონების დადებით მხარეებზე საუბრობს კარლო ხუციშვილიც. როგორც მან Aris.ge-განათლებისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ამ პროექტის დანერგვა და ფართოდ გამოყენება ფერმერების საქმიანობას ბევრად ეფექტურს გახდის და მათი მრავალი პრობლემის შემსუბუქებას შეძლებს.

11186368_826915350677050_1559344379_nკარლო: კერძოდ, ფერმერი აღარ მიიღებს ზარალს ბუნებისგან, აღარ დასჭირდება  მიწის აღება და ლაბორატორიაში ანალიზის გაკეთება. ასევე, დრონის დახმარებით, პოტენციური მომხმარებელი შეძლებს სახლიდან გაუსვლელად გაიგოს ინფორმაცია თვისი ნაკვეთის – ნიადაგის, კლიმატის, მარილიანობის შესახებ.   მომხმარებელი სახლიდან მიუთითებს  დრონს კორდინატებს და ის  უპილოტოდ წავა მითითბულ კოორდინატზე, ანუ ნაკვეთზე და დაჯდება, გაიგებს ინფორმაციას და უკან ისევ უპილოტოდ დაბრუნდება. შემდეგ ის პოტენციურ მომხმარებელს ინფორმაციას მოუტანს  მითითებული კორდინატების შესახებ.

ახალგაზრდა გამომგონებლები უკვე მონაწილეობდნენ ფლორიდაში გამართულ  NASA- ინოვაციების სამიტში, სადაც მათი ასაკის მოსწავლეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილიკარლო და ირაკლი წელს ამ სამიტზე კონკურსგარეშე იყვნენ.

11195409_826915384010380_466163250_nმოსწავლეების გამოგონება უკვე გადის ექსპერიმენტს, იმის დასადგენად, თუ რამდენად შესაძლებელია გარემოზე დაკვირვებით მოსავლის განადგურების თავიდან აცილება. კვლევებმა აჩვენა, რომ მოწყობილობა  ფერმერებისთვის დადებით შედეგებს აუცილებლად მოიტანს.

Aris.ge-განათლება დაინტერესდა როგორ მიიღეს ახალციხელმა არასრულწლოვნებმა ინფრომაცია საერთაშორისო საკონკურსო პროექტის შესახებ და როგორ მიეწოდა მათი გამოგონების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო სააგენტოებს.

11185820_826915387343713_1868734022_nკარლო: გამოცხადდა ათასწლეულის კონკურსი, რომელზეც წარვადგინეთ ჩვენი   პროექტი – მულტიკლიმატიზატორი. გავიმარჯვეთ ამ ღონისძიებაზე  და გამარჯვებული გუნდი უნდა გამგზავრებულიყო NASA-ში,  სადაც როგორც იცით, წარვადგინეთ ჩვენი პროექტი. კონკურსში ჩასართავად დავრეგისტრირდით შესაბამის  ელექტრონულ საიტზე,  შემდეგ კი  ჟიურის წინაშე პრეზენტაცია გავაკეთეთ.

ირაკლი: ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა. თავდაპირველად იყო აპლიკაციების შეტანა, რა დროსაც მხოლოდ იდეები უნდა წარგვედგინა. შემდგომ კი იყო ნახევარფინალი, სადაც უკვე მოგვიწია, რომ ჟიურის წინაშე ჩაგვეტარებინა პრეზენტაცია ჩვენი პროექტის შესახებ. შემდეგ გადავედით ფინალში, სადაც მივიღეთ მცირედი გრანტი პროექტის განვითარებისთვის. ფინალში  ჟიურის უკვე გაუმჯობესებული ვერსია წარვუდგინეთ, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა და პირველი ადგილიც დაიკავა.

სწორედ რამდენიმეეტაპიანი შერჩევის შემდეგ, გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ ქართველი გამომგონებლები NASA- კენედის ცენტრში, კონრადის საერთაშორისო სამიტზე გამგზავრებულიყვნენ. აღნიშნულ სამიტში საქართველო პირველად მონაწილეობდა.

11180134_826915357343716_2028228611_nირაკლი: იმის გამო, რომ ქართველები პირველად ვიყავით ამ სამიტზე,  ამიტომ ნება არ დაგვრთეს რომ კონკურსში მიგვეღო მონაწილეობა –  როგორც კონკურსანტებს.  თუმცა ჩვენ ჩავატარეთ პრეზენტაცია ჩვენი პროექტის შესახებ, რამაც ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა ჟიურის წინაშე. პრეზენტაციის შემდეგ დაინტერესებული ბავშვები მოდიოდნენ და გვისვამდნენ კითხვებს პროექტის შესახებ. ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო და ასევე მოგვცა სტიმული, რომ კვლავ გავაგრძელოთ მუშაობა ამ განხრით. ჩვენ ასევე დავესწარით ყველა დაგეგმილ ღონისძიებას, მოეწყო ტურები, დავათვალიერეთ ის ადგილები საიდანაც უშუალოდ ხდება რაკეტების გაფრენა კოსმოსში, რაც ძალიან საინტერესო იყო. ასევე იყო მუზეუმები და გავეცანით სხვადასხვა ექსპონატებს.

კარლო ხუციშვილი და ირაკლი კაპანაძე საქართველოს პრემიერმინისტრსაც შეხვდნენ და მასთან თავიანთი გამოგონების დეტალებზე ისაუბრეს.

11195374_826915380677047_2040121595_nკარლო: ინტერესი ძალიან დიდი იყო, ბევრი დაინტერესდა, მაგრამ ბიზნესმენი, ჯერჯერობით არავინ დაინტერესებულა.  ვფიქრობ, რომ მალე აუცილებლად დაგვიკავშირდება ვინმე. ჩვენ ასევე პრემიერს გავაცანით ჩვენი პროექტი და ის  საზღვარგარეთ სასწავლებლად გაშვებას შეგვპირდა. ასევე, წელს ზაფხულში ინგლისური  ენის უკეთესად შესწავლისათვის  საზაფხულო სკოლაში გაგვიშვებს.

ახალგაზრდები საკუთარი იდეის პოპულარიზაციასაც გეგმავენ. კარლო და ირაკლი ზაფხულში, ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურ ტურს აწყობენ და თანატოლებს საკუთარ გამოგონებას პირადად გააცნობენ.

11180030_826915337343718_925002643_nკარლო: რა  თქმაუნდა, ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რომ ჩვენ ვიყავით ის ქართველები, რომლებიც გაემგზავრებოდნენ NASA-ში. სიტყვებით აღუწერელი გრძნობა  გვონდა –  ჩვენი იდეა შეაფასეს ცნობილმა  ფიზიკოსებმა და ამის მსგავსი მსოფლიოში არ არსებობს. ეს დაამტკიცეს ათასწლეულის კონკურსის ჟიურის წევრებმა. რაც შეეხება თუ რა იქნება შემდგომი ნაბიჯები – ვაპირებთ ჩვენი პოექტის დაპატენტებას და შემდეგ  მწარმოებლისთვის შეთავაზებას. ჩვენ ზაფხულში ვაპირებთ, საქართველოს ყველა კუთეში გავაცნოთ მოსწავლეებს ჩვენი პროეტი და მოვუწოდოთ იმის შესახებ, რომ  თუ გააკეთბ და იშრომებ, ის შრომა დაგიფასდება. ეს შესაძლებელია და ამის მაგალითები ჩვენ ვართ.

მეათეკლასელი გამომგონებლები ამბობენ, რომ ისინი ამ პროექტზე  გაჩერებას არ აპირებენ. მათ აქვთ სხვა იდეებიცთუ როგორ შეიძლება მულტიკლიმატიზატორის დახვეწა და გაუმჯობესება.

11119370_826915340677051_454325710_nირაკლი: ასევე დიდი სურვილი მაქვს, რომ სხვა საგამომგონებლო კონკურსშიც მივიღო მონაწილეობა და ამ მხრივ მივიღო გამოცდილება.

ვაპირებ, სწავლა განვაგრძო ელექტრონული ინჟინერიის და კომპიუტერული პროგრამირების განხრით, მაგრამ ჯერ უნივერსიტეტი არ მაქვს არჩეული. ასევე დიდი სურვილი მაქვს, რომ სწავლა საზღვარგარეთ განვაგრძო.

Aris.ge-განათლება აუცილებლად მიადევნებს თვალს მეათეკლასელი გამომგონებლების მომავალ ნაბიჯებს და მათი ახალი მიღწევების შესახებ მოგითხრობთ.

გიორგი არის© ხურცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური