GE

პედაგოგთა მოსამზადებელი ერთწლიანი პროგრამის დეტალები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

პედაგოგთა მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამისათვის რეგისტრაციის დაწყება 27 სექტემბერს იგეგმება. წლევანდელი სიახლე აპლიკანტებისათვის კიდევ ერთი – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის დამატებაა. როგორც აღმოჩნდა, თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად ირჩევს გამოცდის ფორმასა და შინაარსს და ამ დეტალების გაცნობა პედაგოგებს სწორედ 27 სექტემბრიდან უნივერსიტეტების ვებ-გვერდებზე შეეძლებათ.

EDU.ARIS.GE-მ კი გაარკვია, თუ როგორ უნდა მოიქცეს ის აპლიკანტი, ვისაც პროგრამის გავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების სკოლის ხელმძღვანელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი სოფიკო ლობჟანიძე დაწვრილებით საუბრობს ილიას უნივერსიტეტში მასწავლებლის ერთწლიან პროგრამაზე მისაღები გამოცდის ფორმასა და სწავლების პროცესზე:

სოფიკ ლობჟანიძე: თავად უნივერსიტეტები განსაზღვრავენ თუ რა ტიპის გამოცდა უნდა ჩაატარონ. ეს აბსოლუტურად მათი პრეროგატივაა. მე მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე შემიძლია გითხრათ თუ რა ტიპის გამოცდის ჩატარებას ვაპირებთ.

აპლიკანტებს, რომელთაც სურთ მასწავლებლის მომზადების საგანამათლებლო პროგრამის გავლა, საგნობრივი კომპეტენცია უკვე დადასტურებული აქვთ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგნის გამოცდის ჩაბარებთ, ამიტომ საგნის ცოდნას არ ვუმოწმებთ.

მეთოდურ კომპეტენციებს  ვერ შევუფასებთ, რადგან ეს უნარები ამ პროგრამაზე სწავლის პერიოდში უნდა შეიძინონ. ამ 60 კრედიტიან პროგრამაზე სწორედ მეთოდიკის შესასწავლად მოდიან, რათა ვასწავლოთ თუ როგორ ასწავლონ -ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებები,  განათლების ფსიქოლოგია და თანამედროვე თეორიები, როგორ მართოს კლასი, როგორ დაგეგმოს გაკვეთილი, როგორ წარმართოს, როგორ გაუზარდოს მოსწავლეს მოტივაცია, როგორ შეაფასოს და ა.შ.

გადავწყვიტეთ, შევაფასოთ ის კომპეტენციები, რომელიც ასევე აუცილებელია თანამედროვე მასწავლებლისთვის, კერძოდ, რამდენად აქვს აპლიკანტს ახალი პერსპექტივების, ახალი ცოდნის, ახალი შეხედულებების მიმღებლობა, რამდენად შეუძლია პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი, პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების მონახვა და მათი მართებულობის არგუმენტირებული დასაბუთება. სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით მოხდება ილიას უნივერსიტეტში ამ პროგრამაზე აპლიკანტის შეფასება.

–ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდა ზეპირია თუ წერილობითი?

ს.ლ: ბევრი ვიფიქრეთ თუ რა ტიპის გამოცდა უნდა ჩაგვეტარებინა და გადავწყვიტეთ, რომ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ზეპირი გამოცდა უნდა იყოს.  განსაზღვრული გვაქვს რამდენიმე კრიტერიუმი, რომლითაც შევაფასებთ.

პირველ რიგში მათ მოტივაციას ვაფასებთ. ანუ, რატომ უნდათ ამ პროგრამაზე სწავლა. ერთ-ერთი  კრიტერიუმი ეს გახლავთ. მეორე კრიტერიუმი კომუნიკაციის უნარია. მასწავლებლისათვის ეს  ძალიან მნიშვნელოვანია. ვაკვირდებით იმას თუ რამდენად აქვს განვითარებული კომუნიკაციური უნარები – ზეპირი თუ წერილობითი.

მესამე კრიტერიუმი კი ისაა, რომ მომავალ მასწავლებელს აუცილებლად უნდა შეეძლოს პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი და არგუმენტირებულად დასაბუთება, მსჯელობა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს თავისი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს განათლების  სისტემა, თანამედროვე სისტემაში არსებული გამოწვევების მიმღები უნდა იყოს. სწორედ ესაა ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც საუნივერსიტეტო გამოცდაზე აპლიკანტებს შევაფასებთ.

-ვინაიდან გამოცდა ზეპირია, მესამე დავალებაც ალბათ ზეპირი სახის იქნება და თუ შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად აგვიხსნათ, რა სახე ექნება მას?

.: ვფიქრობთ, რომ აპლიკანტს მივცეთ გასაანალიზებლად ქეისი, სადაც უნდა მიაგნოს პრობლემას, მოახდინოს მისი ანალიზი და იმსჯელოს თავად როგორ გადაჭრიდა ამ პრობლემას.

ანუ, ზოგიერთ უნივერსიტეტში წერილობითიც შეიძლება იყოს გამოცდა.

.: დიახ, შესაძლბელია. ეს თითოეულმა უნივერსიტემა თავად უნდა გადაწყვიტოს.

შეფასების კრიტერიუმებიც, ფორმაცა და შინაარსიც მათი გადსაწყვეტია და რაიმე წესი არ არსებობს?

.: გამოცდის ფორმატი, შინაარსი, შეფასების კრიტერიუმები უნივერსიტეტის გადასაწყვეტია. მთავარია, რომ აპლიკანტებისთვის გამჭვირვალე იყოს შეფასების პროცესი. ანუ, მათ უნდა იცოდნენ თითოეულ უნივერსიტეტში რა ტიპის გამოცდა იქნება და რა კრიტერიუმებით შეფასდებიან. როდესაც პროგრამაზე მიღება და რეგისტრაცია გამოცხადდება, სავარაუდოდ 27 სექტემბრიდან, უნივერსიტეტების ვებ-გვერდებზე, მიღების პროცედურებთან ერთად,  აუცილებლად უნდა განთავსდეს ეს ინფორმაციაც.

რატომ დადგა გასაუბრების გამოცდით ჩანაცვლების აუცილებლობა? პირადად თქვენ რამდენად იწონებთ ამ გადაწყვეტილებას?

.: გასაუბრებაც გამოცდის ტიპია. ეს იგივე გამოცდაა. არანაირი მნიშვნელობა აქ აქვს გამოცდა დაერქმევა მას თუ გასაუბრება. გამოცდის ერთ-ერთი ტიპია ინტერვიუ აპლიკანტთან და ჩათვალეთ, რომ ჩვენ გვექნება ინტერვიუ აპლიკანტთან.

ასე რომ, დიდ ცვლილებას ვერ ვხედავ. არ აქვს მნიშვნელობა გამოცდა ერქმევა, გასაუბრება თუ ინტერვიუ.

როცა გამოცდა ზეპირია შესაძლოა განსხვავება მცირე იყოთუმცა, ზოგიერთ უნივერსიტეტში აპლიკანტებს წერილობით მოუწევთ გამოცდის ჩაბარება და აქ განსხვავება ალბათ ბევრად საგრძნობი იქნება

.: ვერ გეტყვით. ალბათ სჯობს სხვა უნივერსიტეტის გადაწყეტილებებზე თავად მათ ისაუბრონ.

როგორი იქნება სწავლების პროცესი?

.: მოგეხსენებათ, ამ პროგრამის ხანგრძლივობა ერთი სასწავლო წელია. პროგრამა 60 კრედიტიანია და მისი მიზანი ის გახლავთ, რომ პირს მეთოდური კომპეტენცია შესძინოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასკოლო პრაქტიკას. ყველა საგანში, რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში ვასწავლით,  პრაქტიკაც გათვალისწინებულია.

თუკი აპლიკანტები  ერთ-ერთ კურსს – კლასის მართვას გადიან,  სააუდიტორიო ლექციებთან ერთად  მიდიან სკოლაში, ესწრებიან გაკვეთილებს, აკეთებენ ფოკუსირებულ დაკვირვებას, აფასებენ თუ რამდენად კარგად მართავს მასწავებელი კლასს, აძლევენ რეკომენდაციებსდა ა.შ. ეს ყველა კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია და წლის ბოლო დამაგვირგვინებელი დამოუკიდებელი პრაქტიკაც გვექნება.

პროგრამის მიზანია მოამზადოს მასწავლებელი, რომელსაც ექნება შესაბამისი საგნის სწავლებისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. პროგრამის დასრულების შემდეგ პროგრამაგავლილ პირს უნდა შეეძლოს სასწავლო პროცესში  დიფერენცირებული მიდგომების გამოყენება; უნდა შეძლოს მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის როგორც გრძელვადიანი ასევე მოკლევადიანი დაგეგმვა; ეფექტურად გამოიყენოს სწავლისა და სწავლების მრავალფეროვანი და ინოვაციური სტრატეგიები; კრიტერიუმებზე დაფუძნებით  შეაფსოს მოსწავლეთა ცოდნა; რეფექტურად მართოს კლასი და ა.შ.

ამ დამოუკიდებელი პრაქტიკული სამუშაოს გარდა,  წლის ბოლოს თეორიული გამოცდის ჩაბარებაც თუ მოწევთ?

.: ილიას უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე სწავლის პერიოდში სტუდენტები გაივლიან სხვადასხვა მეთოდურ კურსებს, თითოეულ კურსში ისინი შეფასდებიან შეფასების მრავალფეროვანი კომპონენტებითა და კრიტერიუმებით. პროგრამის დასასრულს კი სტუდენტი წარმოადგენს ელექტრონულ პორტფოლიოს. ესაა პორტფოლიო, რომელშიც მას უნდა ჰქონდეს თავმოყრილი წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები –  გაკვეთილის გეგმა, რომელიც ჩაატარა და ა.შ. ანუ, ჩამოყალიბებეული გვაქვს რამდენიმე უნარი, რომელიც აპლიკანტს უნდა გააჩნდეს და ამ უნარების დამადასტურებელი  დოკუმენტაცია უნდა ჰქონდეს, რაც წლის განმავლობაში გააკეთა.

პორტფოლიო პრაქტიკანტის შეფასების ინსტრუმენტია, რომლის მიზანია სტუდენტის იმ პრაქტიკული კომპეტენციების შეჯამება და შეფასება, რომელთა განვითარებაც მოხდა მასწავლებლის მომზადების საგანამანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

მაშასადამე, კურსის ფარგლებში სტუდენტის შეფასება იქნება მრავალკომპონენტიანი და მრავალფეროვანი. მასწავლებლის სერტიფიკატი კი კურსდამთავრებულზე გაიცემა მხოლდ იმ შემთხვევაში, თუ წარმატებით დაძლევს პროგრამით წაყენებულ მოთხოვნებს.  ჩვენთან ასეა და ვერ გეტყვით სხვა უნივერსიტეტებშიც მოქმედებს ეს წესი თუ არა.

შეიძლება თუ არა, რომ წლის განმავლობაში აპლიკანტი რაიმე მიზეზთ პროგრამას გამოეთიშოს?

.: შესაძლებელია თავისი სურვილით გამოეთიშოს, ასევე შესაძლებელია წლის განმავლობაში არ გამოეთიშოს, მაგრამ წლის ბოლოს სერტიფიკატი ვერ აიღოს, თუკი პროგრამის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და საკმარისი კრედიტები ვერ დააგროვა

ექნებათ თუ არა გადაბარების საშუალება?

.: ილიას უნივერსიტეტში ყოველთვის მხარში ვუდგავართ ჩვენს სტუდენტებს, თუ ვხედავთ მათ მონდომებას, სურვილს გაიზარდონ პროფესიულად, შეიძინონ ახალი ცოდნა და უნარები.  ბუნებრივია, ასეთ სტუდენტებს, თუ რაიმე მიზეზის გამო ჩაუვარდათ საგანი, მიეცემათ გადაბარების შანსი.

რამდენკაციანი ჯგუფები შედგება და კვირაში რამდენჯერ, ან რა დროს ჩატარდება მეცადინეობები?

.: ესეთ დეტალებზე ამჯერად ვერ ვისაუბრებთ. პროგრამა როგორც მოითხოვს, ისე მოვიქცევით.  მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ცხრილი მსმენელთა მოთხოვნილებებს მოვარგოთ. შესაძლებელია ლექციები დღის მეორე ნახევარში იყოს.  შესაძლებელია შაბათი დღეც დავტვირთოთ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სკოლები ძირითადად დღის პირველ ნახევარში მუშაობენ, სასკოლო პრაქტიკაც დღის ამ პერიოდში იქნება.

ვინ იქნებიან ლექტორები, ვინ წარუძღვებიან სწავლებას?

.: ილიას უნივერსიტეტში განათლების მიმართულების იგივე პროფესორები წარუძღვებიან სწავლებას, რომლებიც საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე  ასწავლიან.

თითოეულ კურსზე სხვადასხვა ლექტორი იქნება?

სლ: ბუნებრივია, თითოეული მიმართულებით სხვადასხვა, გამოცდილი პროფესორები წაიკითხავენ ლექციებს. ისინი, ვისაც სტუდენტებთან მუშაობის საკმაოდ მდიდარი და წარმატებული  გამოცდილება აქვს.

მას შემდეგ, რას სერტიფიცირების გამოცდა არსებობს, მუდმივად ისმის საყვედურები განათლების სამინისტრის მიმართ, რომ სერტიფიცირებული პედაგოგები სამუშაოს ვერ შოულობენ. ამ პროგრამის გავლის შემდეგ რამდენად ექნებათ მათ გარანტია, რომ დასაქმდებიან?

.: უნივერსიტეტი ამის აბსოლუტურ გარანტიას ვერ იძლევა. თუმცა,  პროგრამის ხარისხის შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორი სწორედ მისი  კურსდამთავრებულთა დასაქმების პროცენტული მაჩვენებელია. აპლიკანტებს პროგრამაზე სწავლის მთელ პერიოდში სკოლებში აქვთ  პრაქტიკა. გონიერი დირექტორი, მოტივირებულ, გონიერ, მზარდ პრაქტიკანტს არ გაუშვებს ხელიდან და ყველა ღონეს იხმარს, რომ იგი მის სკოლაში დაასაქმოს.

ჩვენ ამის დიდი გამოცდილება გვაქვს – როდესაც სკოლებს ვაკანსია ჰქონდათ,  ის კარგი სტუდენტები, რომლებიც პრაქტიკას ამ სკოლებში გადიოდნენ, სამუშაოდ იქვე დაიტოვეს.

გაქვთ თუ არა ერთგვარი სტატისტიკა რამდენი დასაქმდა იმ ადამიანებიდან, ვინც პროგრამა ილიაუნიში გაიარა?

.: ასეთი სტატისტიკა გვაქვს, რომელიც არც თუ ისე ცუდია არსებულ სიტუაციაში, მაგრამ სამწუხაროა, რომ ილიას უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი დასაქმებულია არა საჯარო, არამედ კერძო სკლებში.

მასწავლებელთა გადამზადების ერთწლიანი პროგრამის გავლის პროცედურული დეტალები და ღირებულება

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო გრანტის მინიჭების წესი დამტკიცდა

პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო დღეს არსებულზე უკეთ მომზადებული პედაგოგების მიღებას გეგმავს

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური