GE

„პედაგოგთა სქემისთვის საჭირო დოკუმენტების ნედლი ვარიანტები მართლაც მომზადებული გვქონდა“

პედაგოგთა ახალი სქემის ასამოქმედებლად საჭირო დოკუმენტების მომზადება სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ უკვე დაასრულა.

როგორც Aris.ge-განათლებას მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განუცხადა. ცხრავე დოკუმენტი მზად არის და ის უკვე გადაეგზავნა მთავრობის ადმინისტრაციას.

მთავრობამ აღნიშნული დოკუმენტები 20 თებერვლამდე უნდა განიხილოს და დაამტკიცოს, რის შემდეგაც მათი იმპლემენტაციის პროცესი დაიწყება.

რაც შეეხება ასრებულ მოსაზრებას, რომ დოკუმენტები განათლების სამინისტროს უკვე მზად ქონდა და სახელმწიფო კომისია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა, მინისტრის მოადგილე ასე პასუხობს:

„თითოეული დოკუმენტის ნედლი ვერსია სამინისტროს მართლაც მომზადებული ჰქონდა, თუმცა ყველა დოკუმენტი კომისიის მიერ ხელახლა გადამუშავდა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მრავალწევრიანმა სახელმწიფო კომისიამ ინტენსიურად, დღეში 12 -13 საათიანი გრაფიკით იმუშავა“,-განუცხადა Aris.ge-განათლებას ლია გიგაურმა.

შეგახსენებთ იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც სპეციალურად შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ პედაგოგთა ახალი სქემის ამოქმედების მიზნით შეიმუშავა:

  1. პედაგოგთა შეფასების წესის შესახებ
  2. პედაგოგთა გადანაწილების წესის განსაზღვრის შესახებ
  3. პედაგოგთა სტატუსების მინიჭების წესის შესახებ
  4. სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელი გზებისა და საშუალებების შესახებ
  5. სტატუსების მისანიშებლად სავალდებულო აქტივობების ჩამონათვალის შესახებ
  6. დამატებითი კრედიტქულების მოსაპოვებლად დამატებითი საქმიანობის ჩამონათვალის შესახებ
  7. კრედიტქულების გაანგარიშების წესის შესახებ
  8. კრიტერიუმების მიხედვით კრედიტქულების დადგენის წესის შესახებ

9.კრედიტქულების დაგროვების ვადების შესახებ.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური