GE

პირველ სესიაზე დაგვიანებული და არგამოცხადებული აბიტურიენტების რაოდენობა ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ საგამოცდო დღეს საქართველოს მასშტაბით სულ სამმა აბიტურიენტმა დააგვიანა. მათ გამოცდაზე შესვლის უფლება აღარ მიეცათ და შესაბამისად, გამოცდიდან მოხსნილად ითვლებიან.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე სულ 9583 აბიტურიენტი უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა 305 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. ამ რაოდენობაში იგულისხმება 3 დაგვიანება და ერთი მოხსნა. დანარჩენი აბიტურიენტების გამოცდაზე არგამოცხადების მიზეზი კი უცნობია.

დაგვიანების შემთხვევები თბილისსა და ბათუმში დაფიქსირდა. აქედან ერთმა აბიტურიენტმა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში გახსნილ საგამოცდო ცენტრში დააგვიანა, ერთმა კი 175-ე (ბ) სკოლაში ვერ შეძლო დროულად შესვლა.

რაც შეეხება ბათუმს, აბიტურიენტი ბათუმის სახელმწიფო უნივევრსიტეტში გახსნილ საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა

ეკა წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური