GE

პირველკლასელთა რაოდენობა წელს 8 000 – ით იზრდება და მოიმატებს დაწყებითების საათებიც

„წელს პირველ კლასში ველოდებით 8-ათასი მოსწავლით მეტს, ვიდრე იყო შარშან“, – აღნიშნული განცხადება განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ 62-ე საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგებთან შეხვედრისას გააკეთა.

მინისტრის თქმით, მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა იმას ნიშნავს, რომ საჭირო გახდება პედაგოგთა დამატებაც.

„მოსწავლეთა რაოდენობა იზრდება. პირველკლასელთა რაოდენობა გაიზარდა. ეს არის, მადლობა ღმერთს, დემოგრაფიის, ეკონომიური მდგომარეობის, მათ შორის პატრიარქის დამსახურება. სკოლების სტატისტიკა რომ ნახოთ, 2012-ში იყო პირველი გაზრდილი ნაკადი. 2013-ში კიდევ უფრო გაზრდილი. მოკლედ, მივდივართ ზრდის მიმართულებით. წელსაც ველოდებით 8-ათასი მოსწავლით მეტს, ვიდრე იყო შარშან. ეს არის ძალიან კარგი. პირველ რიგში,  ცხადია, ეს დაეტყობა დაწყებითებს, მერე უკვე ზედა კლასებს.

ანუ, პირველად ჩვენი ამ 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში, მოსწავლეების რაოდენობა იზრდება. მოსწავლეების რაოდენობის ზრდა გამოიწვევს კლასების რაოდენობის ზრდას, რაც ნიშნავს საათების რაოდენობის ზრდას. შესაბამისად, მეტი პედაგოგია  საჭირო, ამ ნაკადს რომ მოვერიოთ. პირველკლასელთა რიცხვის მატებით, ჯერ დაწყებითების მასწავლებლებს შეეხებათ საათების ზრდა, შემდეგ – სხვა მასწავლებლებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსნებთ, რომ 2016 წელს 52-ათასზე მეტი ბავშვი გახდა პირველკლასელი.

საათებზე ბრძოლა სკოლაში

როგორ გაიზრდება მასწავლებლების საათები სკოლაში – მინისტრის ინიციატივები

სკოლებში ახალგაზრდა მასწავლებლების დეფიციტია

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური