GE

პროექტის „კინო სკოლაში“ მეორე ეტაპი დასრულდა

თენგიზ აბულაძეს 91 წლისთავთან დაკავშირებით, კინოთეატრ „ამირანში“ პროექტის „კინო სკოლაში“ ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, პროექტში მონაწილე ბავშვები რეგიონებიდან, სკოლების წარმომადგენლები და კინოსპეციალისტები დაესწრნენ.

პროექტის  მეორე ეტაპის დახურვასთან დაკავშირებით, ნაჩვენები იქნა მონაწილე ბავშვების მიერ  საკუთარი სცენარებით გადაღებული მოკლე ფილმები. გარდა ამისა, გაიმართა კლასიკადქცეული „ნატვრის ხის“ რესტავრირებული ვერსიის ჩვენება და შეხვედრა ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან.

პროექტი „კინო სკოლაში“  ეროვნულმა კინოცენტრმა 2014 წლის  მარტიდან – დეკემბრის ჩათვლით  განახორციელა საქართველოს 5 რეგიონის (იმერეთი, აჭარა, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი) 40 სკოლაში. პროექტი მიმდინარეობდა ორი სემესტრის განმავლობაში და მის ფარგლებში სულ 960 კინოჩვენება გაიმართა, რომლებსაც მთლიანობაში 12 000 ბავშვი დაესწრო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური