GE

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 5000-მდე აპლიკანტმა გაიარა

უფასო პროფესიული განათლების მისაღებად რეგისტრაცია დღეს 18 საათამდეა შესაძლებელი. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მსურველთა რეგისტრაცია 10 თებერვალს გამოცხადდა და 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდა.

განათლების სამინისტროს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 26 სახელმწიფო სასწავლებელში 150-მდე საგანმანათლებლო პროგრამაზე ხდება მიღება. მათივე თქმით, რეგისტრაცია უკვე გაიარა 5000-მდე აპლიკანტმა, გარდა ამისა 400-ზე მეტი პროფესიული სტუდენტი სწავლას შემდეგ საფეხურებზე გააგრძელებს.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებლებში სწავლის მსურველები მარტივ ტესტირებას გაივლიან, სადაც გამსვლელი ქულის გადალახვის შემთხვევაში სწავლის სრულ დაფინანსებას მიიღებენ.

მიღება 4 334 ადგილზე თბილისის 9 და რეგიონების 17 სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაშია გამოცხადებული

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური