GE

პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ კოლეჯში გაიმართა პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადა სამი მიმართულებით:

  • ვებ პროგრამირება;
  • კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;
  • სამგანზომილებიანი გრაფიკა 3D MAX.

როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მიესალმა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი – ლაშა ვერულავა, უფროსის მოადგილემ – მამუკა ჯანჯალიამ, განაცხადა რომ, ოლიმპიადის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა მართვის სისტემის სასწავლო პროცესის სტიმულირება – სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესების გაღვივება, სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი პროფესიული სტუდენტის გამოვლენა და წახალისება.

ოლიმპიადაში გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასულები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ – ქეთევან ნატრიაშვილმა, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა – თამარ ქიტიაშვილმა და „ახალი ინოვაციების“ დირექტორმა – ლევან ბეიტრიშვილმა დააჯილდოვეს კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით და სამახსოვრო სიგელებით. ასევე, პარტნიორმა ორგანიზაციის „ახალი ქსელების“ წარმომადგენელმა – გიორგი დურგლიშვილმა, კომპიუტერული ქსელების მიმართულების სტუდენტები და პედაგოგები დააჯილდოვა კომპანიის სპეციალური სასაჩუქრე ნაკრებით. საინფორმაციო მხარდაჭერა უზრუნველყო კოლეჯის პარტნიორმა, საპატრიარქოს ტელევიზია – “ერთსულოვნებამ“.

2015 წლის ოლიმპიადის სტუდენტები დასაჩუქრდნენ ტექნიკის სასაჩუქრე ვაუჩერებით. ნომინაციაში „წლის ყველაზე კრეატიული ნამუშევარი“ სამახსოვრო სიგელით და სასაჩუქრე ნაკრებით დაჯილდოვდა გრაფიკოსი სალომე მანიჟაშვილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური