GE

პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უძღვებოდა.

როგორს სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, სხდომას ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრები, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ესწრებოდნენ.

მისივე ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე, ევროპული განათლების ფონდის (ETF) მეთოდოლოგიის მიხედვით, პროფესიული განათლების ინსტიტუციურ შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის (Feasibility study) პირველადი შედეგები, თემატური სამუშაო ჯგუფების ანგარიში და პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს სამდივნოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.

,,კომუნიკაცია და სოციალური პარტნიორობა ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც ეხმარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სოციალურ პარტნიორებთან ერთად, სრულყოფა მოახდინოს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხისა როგორიცაა – პროფესიული განათლების მიცემა საქართველოს მოქალაქეებისთვის,” – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე. 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური