პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ინიციატივით პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა. ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ექსპერტებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება პროგრამის მიზნებისა და ამოცანების, ასევე გაწეული მუშაობის და მიღწეული შედეგების თაობაზე, რამაც დონორთა საერთო ძალისხმევის კოორდინაციას უნდა შეუწყოს ხელი.
შეხვედრას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის, გაეროს განვითარების პროგრამის, „ათასწლეულის გამოწვევა-საქართველოს“, ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტების, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პროგრამის მიერ მომზადებული პრეზენტაცია საკმაოდ ინფორმაციული იყო, რაც აჩვენებს, რომ პროფესიული კვალიფიკაციების შემუშავების და განვითარების პროცესში საქართველო ევროპულ მიდგომებს იყენებს და შედეგებით ბევრად უსწრებს სხვა ქვეყნებს,”- ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
- ცნობილია რომელი საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები გააგრძელებენ საქმიანობას ავტორიზაციის გავლამდე – სია by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- 500-მდე მსურველიდან პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის სტატუსი 25 პირმა მოიპოვა by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- როგორ დავადასტუროთ უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით მიღებული სრული ზოგადი განათლება საქართველოში – პროცედურა by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი