GE

პროფსასწავლებელში ჩაბარების მსურველთათვის ტესტირება 29 ოქტომბერს ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიული ტესტირება 29 ოქტომბერს 09:00 – საათიდან ჩატარდება.

პრეტესტი ჩატარდება 28 ოქტომბერს. პრეტესტშიმონაწილეობა ნებაყოფლობითია.

პროფესიული ტესტირებისათვის საგამოცდო ბარათები გაიცემა 24 ოქტომბრიდან პროფესიულ კოლეჯებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებში, საგანამანათლებლო რესურცენტრებსა და საინფორმაციო ცენტრებში.

ბარათზე მითითებული იქნება: 

  • აპლიკანტის პირადი ინფორმაცია;
  • რეგისტრაციის დრო;
  • საგამოცო ცენტრის მისამართი;
  • ინფორმაცია პრეტესტის შესახებ.

საგამოცდო ბარათის მისაღებად თან იქონიეთ:

  • სარეგისტრაციო ფურცელი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბრძანება #804

პროფსასწავლებლებში ჩაბარების მსურველთა საგამოცდო ტესტების ნიმუშები

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური