ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის IVტომის პრეზენტაცია
23 დეკემბერს საქართველოს მწერალთა სახლში შედგა XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის IVტომის პრეზენტაცია. გამოცემა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან გიგაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახალი ტომი, რომელიც წინა ორი ტომის მსგავსად, დაეთმო გრიგოლ ორბელიანის წერილებს.
გამოცემაში შევიდა პოეტის 77 წერილი, რომელთაგან 37 პირველად გამოქვეყნდა. დღეისათვის მრავალტომეულში უკვე დაბეჭდილია გრიგოლ ორბელიანის 268 წერილი, რომელთაგან 63 პირველად გამოქვეყნდა. პროექტის ფარგლებში დათარიღდა ქართველ მწერალთა 111 პირადი წერილი. გრიგოლ ორბელიანის წერილების გამოცემა გრძელდება. 2014 წელს გამოიცემა მისი წერილების IV ნაწილი, რომელსაც დაეთმობა ეპისტოლური მემკვიდრეობის V ტომი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქართული ფილოლოგიური და ისტორიული მეცნიერების კორიფეები: აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ავთანდილ არაბული, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ვაჟა შენგელია, მწერალი კობა არაბული, პროფესორები: გიორგი გოგოლაშვიოლი, ოთარ ჟორდანია, გელა ყიფიანი, მაია ნინიძე, იოსებ ჭუმბურიძე, იზა ჩანტლაძე, მანანა ასათიანი, ჯული გაბოძე, მაია არველაძე, ლია კიკნაძე, ეთერ ქავთარაძე და სხვები. მეცნიერებმა მაღალი შეფასება მისცეს აღნიშნულ გამოცემას.
- თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორი მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს by ARIS.GE-განათლება
- თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი გახდა by ARIS.GE-განათლება
- თელავის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ხმაურის ფონზე მიმდინარეობს by იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი